მატჩის კომისარი
მატჩის კომისარი არის სტადიონზე მყოფი მთავარი ოფიციალური პირი, რომელიც პასუხისმგებელია ყველაფერზე, რაც ხდება სათამაშო არეში, მატჩის მსვლელობაზე და მატჩის იმ საორგანიზაციო ასპექტებზე, რომლებიც გუნდებს უკავშირდება.
მსოფლიო რაგბის ტურნირებზე მატჩის კომისარი ინიშნება მსოფლიო რაგბის მიერ და, შესაბამისად, წარმოადგენს მსოფლიო რაგბს. რეგიონალური ან ეროვნული ტურნირის შემთხვევაში, მატჩის კომისარი წარმოადგენს იმ რეგიონულ ან ეროვნულ ორგანიზაციას, რომლის იურისდიქციის ფარგლებშიც იმართება მატჩი
მატჩის კომისრის მოვალეობებში შედის მატჩის გადადების თობაზე გადაწყვეტილების მიღება და ამ გადაწყვეტილებების განხორციელება მატჩის/ტურნირის მონაწილეობის პირობების შესაბამისად.
მატჩის კომისარი, ასევე არეგულირებს გუნდების მენეჯერთა შორის დავებს, მ.შ. დავებს, რომლებიც უკავშირდება მატჩის სცენარის სამ ძირითად ბლოკს, სათამაშო მოედანს და მონაწილეობის პირობებს
ძირითადი უნარები და თვისებები
- სარაგბო ღონისძიებების და ტურნირების მართვის უნარი
- ვერბალური კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი
- ურთიერთობის კარგი უნარი
- ზეწოლის პირობებში მუშაობის უნარი
- კარგი სასაუბრო ინგლისური