სადისციპლინო კომისიის/ოფიცრის სასწავლო კურსი
სასწავლო კურსის მიზანია, მიმართოს თქვენი რაგბის რეგულაციების/წესების ცოდნა და დაგეხმაროს უზრუნველყოთ დისციპლინარულ საქმის წარმოებაში - წესების, რეგულაციების და მსაჯთა ინტერპრეტაციების მართებული მისადაგებით, თანმიმდევრული გადაწყვეტილებების მიღების პროცესი, თანამედროვე თამაშში.
მსოფლიო რაგბის რეგულაცია 17 ადგენს წესებს, რეგულაციებს და პროცედურებს, დისციპლინის უზრუნველსაყოფად, მსოფლიო რაგბის ყველა წევრისთვის. მსოფლიო რაგბის რეგულაცია 20 კიდევ უფრო აფართოებს მოქმედ სადისციპლინო და პროცედურულ წესებს. ეს პირობები ერთნაირია ზრდასრულთა თამაშის ყველა დონეზე. რეგულაცია 17 ხელმისაწვდომია მსოფლიო რაგბის ვებსაიტზე ინგლისურ ენაზე (ასევე ფრანგულ და ესპანურ ენებზე) ამ ბმულზე, ხოლო რეგულაცია 20 ამ ბმულზე.
სადისციპლინო ოფიცრები არიან იურისტები, სულ მცირე, შვიდწლიანი სამუშაო გამოცდილებით, რომლებიც დამოუკიდებლად მოქმედებენ. ისინი მოქმედებენ მარტო ან თავმჯდომარის როლში, სამი პირისგან შემდგარ სადისციპლინო კომისიაში, რომელშიც არიან ყოფილი მოთამაშეები, მწვრთნელები და მსაჯები, თამაშის უახლესი გამოცდილებით. მათი როლია, რეგულაცია 17-ს მიხედვით განიხილონ მათთვის მიწოდებული სადისციპლინო საქმეები, როდესაც:
- მსაჯის მიერ მოთამაშე გაძევებული იქნა წითელი ბარათით (ან მოთამაშის გაძევება მოხდა ერთ თამაშში ორი ყვითელი ბარათის და ან საითინგ კომისრის გაფრთხილების ნებისმიერი კომბინაციით);
- საითინგ კომისრის (ან მისი არყოფნის დროს გუნდ(ებ)ის მხრიდან) საითინგის შემთხვევაში;
- მოთამაშეს მიმდინარე ტურნირის დროს, დაუგროვდა სამი (შვიდკაცა რაგბის დროს ხუთი) ყვითელი ბარათის ან საითინგ კომისრის გაფრთხილების ნებისმიერი კომბინაცია.
სადისციპლინო პერსონალი შესაძლოა მოთხოვნილ იქნეს, როგორც აპელაციის ოფიცერი ან სააპელაციო კომისიის წევრი, სადისციპლინო საქმეების აპელაციის შემთხვევაში (რომლებშიც მათ არ მიუღიათ მონაწილეობა).
სადისციპლინო კომისიის ოფიცრის/თავმჯდომარის, სააპელაციო კომისიის ოფიცრის/თავმჯდომარის და სადისციპლინო/სააპელაციო კომისიის წევრების შერჩევის კრიტერიუმები განსაზღვრულია მსოფლიო რაგბის რეგულაცია 20-ში, დანართი 1.
- მსოფლიო რაგბის სადისციპლინო კომისიის თავმჯდომარე/სადისციპლინო ოფიცერი:
უნდა იყოს მოქმედი უფროსი სამართალმცოდნე სულ მცირე შვიდწლიანი სამუშაო გამოცდილებით ან ყოფილი მოსამართლე, რომელიც მოქმედებს კავშირებისგან/ასოციაციებისგან დამოუკიდებლად; და - უნდა ჰქონდეს დემონსტრირებადი, დადასტურებული და უახლესი (ანუ ბოლო 2 წლის განმავლობაში) სამუშაო გამოცდილება ზრდასრულ ვაჟთა/ქალთა საერთაშორისო (მაგ. ექვსი ერის ჩემპიონატი, რაგბის ჩემპიონატი, რეგიონული შეჯიბრებები) და/ან პროფესიულ საკლუბო დონეზე (მაგ. სუპერ რაგბი, ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბი, პრემიერლიგა, ტოპ 14, გაერთიანებული სარაგბო ჩემპიონატი, NPC, Currie Cup ან მათი ეკვივალენტი); და
- ან თუ: (i) დაესწრო და წარმატებით დაასრულა მსოფლიო რაგბის სადისციპლინო სასწავლო სემინარი ბოლო 24 თვის განმავლობაში; ან (ii) დაგეგმილია მისი დასწრება მსოფლიო რაგბის სადისციპლინო სასწავლო სემინარზე მომდევნო 12 თვეში (დაესწროს და გაიაროს); ან (iii) წარმატებულად მონაწილეობდა Tier 1 v Tier 1-სა და/ან მსოფლიო რაგბის ტურნირზე ბოლო 2 წლის განმავლობაში; და
- უნდა გააჩნდეს სიღრმისეული ცოდნა თამაშის კანონებისა და უნარების, ასევე მსოფლიო რაგბის რეგულაციების შესახებ.
მსოფლიო რაგბის სააპელაციო კომისიის თავმჯდომარე/ სააპელაციო ოფიცერი:
- უნდა იყოს მოქმედი უფროსი სამართალმცოდნე სულ მცირე ათწლიანი სამუშაო გამოცდილებით ან ყოფილი მოსამართლე, რომელიც მოქმედებს კავშირებისგან/ასოციაციებისგან დამოუკიდებლად;
- უნდა ჰქონდეს დემონსტრირებადი, დადასტურებული და უახლესი (ე.ი. ბოლო 2 წლის განმავლობაში) პირველ ინსტანციაში რაგბის სადისციპლინო საქმეების წარმოების და/ან აპელაციის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება (მაგ., როგორც სადისციპლინო კომისიის ოფიცერი ან თავმჯდომარე და/ან სააპელაციო კომისიის ოფიცერი ან თავმჯდომარე) ზრდასრულ ვაჟთა/ქალთა საერთაშორისო ტურნირების დონეზე (მაგ. ექვსი ერის ჩემპიონატი, რაგბის ჩემპიონატი, რეგიონული შეჯიბრებები); და
- უნდა გააჩნდეს სიღრმისეული ცოდნა თამაშის კანონებისა და უნარების, ასევე მსოფლიო რაგბის რეგულაციების შესახებ.
კომიტეტის წევრებს:
- უნდა ჰქონდეთ გამოცდილება თანამედროვე/პროფესიულ თამაშში (თამაში, მწვრთნელობა ან მსაჯობა) ჩვეულებრივ, ბოლო 10 წლის განმავლობაში.
- უნდა იყვნენ გაერთიანებებისგან დამოუკიდებელი და არ იყვნენ ჩართული ან არ აპირებენ ჩართვას საერთაშორისო/პროფესიულ თამაშში (მაგალითად, ელიტარული მწვრთნელობის/მწვრთნელობის ასისტენტის ან მსაჯის მენეჯერის/შემფასებლის პოზიციაზე) მინიმუმ 2023 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატამდე, მათი დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად მოთამაშეებისგან, რომლებიც შეიძლება აღმოჩნდნენ მათ წინაშე წარდგენილ საქმეებში შესაბამისი პერიოდის განმავლობაში.
- უნდა გააჩნდეთ სიღრმისეული ცოდნა თამაშის კანონებისა და უნარების შესახებ.
ინტერესთა ფაქტობრივი ან აღქმული კონფლიქტის გამოსარიცხად, ზემოთ ჩამოთვლილი სადისციპლინო პერსონალი (როგორც იურისტები ან ყოფილი მოთამაშეები, მწვრთნელები და მსაჯები, დისციპლინარული ან სააპელაციო კომისიის წევრების როლში) უნდა აკმაყოფილებდეს რეგულაციებში აღწერილ დამოუკიდებლობის კრიტერიუმებს. ეს მოიცავს იმას, რომ ისინი გაერთიანებებისგან დამოუკიდებელნი არიან და არ ასრულებენ რაიმე საკანონმდებლო როლს რომელიმე კავშირსა თუ ასოციაციაში (მაგ., მოქმედებენ კავშირის საბჭოებსა თუ კომიტეტებში) (რეგულაცია 20.1.3)რა არის უხეში თამაში?