დანიშვნა:

თითოეულმა კავშირმა უნდა დანიშნოს COVID-19 მენეჯერი. მენეჯერს უნდა ჰქონდეს პრაქტიკული ცოდნა COVID-19-თან დაკავშირებით. სადაც შესაძლებელია, სასურველია COVID-19-ის კლინიკური ცოდნა, მაგრამ თუ ასე არ არის, COVID-19 მენეჯერს უნდა ჰქონდეს წვდომა სათანადო კლინიკურ რჩევებთან. მენეჯერი თავის კავშირში კოორდინაციას გაუწევს ძალისხმევას ვარჯიშსა და თამაშთან ეტაპობრივი მიდგომისთვის. იგი ასევე კოორდინაციას გაუწევს კლუბებსა და შეჯიბრებებს და უზრუნველყოფს მათ ინფორმაციითა და სტრატეგიული დახმარებით.

  1. მენეჯერი დაუკავშირდება ადგილობრივ ჯანდაცვისა და სამთავრობო უწყებებს, რათა წარმოადგინოს:
    • ვარჯიშსა და თამაშში დაბრუნების სტრატეგია, რომელიც ეფუძნება PST ღონისძიებების თანმიმდევრობით შემცირებას. ეს სტრატეგია შესაბამისობაში იქნება ჯანმოს მეთოდურ რეკომენდაციებთან და რისკი შეფასებული იქნება ჯანმოს მასობრივი თავშეყრის რისკის შეფასების ინსტრუმენტის მიხედვით;
    • მტკიცებულება იმისა, რომ ყველა მოთამაშემ, მწვრთნელმა და პერსონალმა გაიარა შესაბამისი ტრენინგი პირადი უსაფრთხოების და საგანგებო სიტუაციების შემსუბუქების ღონისძიებებში (ჯანმოს რისკის შეფასების ინსტრუმენტში კონკრეტულად მითითებულის ჩათვლით);
    • მკაფიო საკომუნიკაციო სტრატეგია კავშირებს, კლუბებს, შეჯიბრებებს შორის და სახელმწიფო და საერთაშორისო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ფართო საზოგადოებასა და მედიასთან;
    • ჯანდაცვის უწყებებისთვის შეტყობინებების სტრატეგია კავშირის, კლუბისა და შეჯიბრების პლატფორმებში.
  2. თითოეული კავშირი უნდა დაეხმაროს კლუბებსა და შეჯიბრებებს, განსაზღვრონ და დანიშნონ COVID-19-ის ერთი ან მეტი ოპერაციული ხელმძღვანელი, რომლებიც უნდა იყვნენ ამ დოკუმენტში მოცემული სახელმძღვანელო მითითებების (და COVID-19-თან დაკავშირებული ყველა სხვა შესაბამისი მითითების, რჩევისა და ინსტრუქციის) შესრულებაზე პასუხისმგებელნი გარკვეულ დისკრეტულ ელემენტებთან მიმართებაში, როგორიცაა კონკრეტული სავარჯიშო ობიექტები, მატჩის დღის ადგილები და გუნდის მგზავრობა.