მოთამაშის ფიზიკური პროფილი
ოპტიმალური განივთარების მისაღწევად გადამწყვეტია რომ მწვრთნელს მოთამაშის ფიზიკური პროფილი ესმოდეს და მას ითვალისწინებდეს.
მაშინ როდესაც მოთამაშის განვითრების გზის მიზანია რაგბის მოთამაშის ჰოლისტიკური(მთლიანი,ყოველმხრივი,სრულფასოვანი) ტექნიკური, ტაქტიკური მენტალური და ფიქიკური პერსპექტივიდან განვითარება, ფიზ.მომზადების მწვრნელის ფოკუსია მოთამაშის ფიზიკური განვითრება. ამიტომ მწვრთნელი მიზნად უნდა ისახავდეს მთვარი ფიზიკური თვისებების/მახასიათებლების განვითარებას რომლებსაც თამაშში შესრულებაზე შეიძლება ჰქონდეთ გავლენა.
როდესაც მთავარ ფიზიკურ მახასიათებლებს და შესაძლებლობებს ამოვიცნობთ რომლებიც თამაშში ოპტიმალურად შესრულებისთვისაა მნიშვნელოვანი, შემდგომ სამი მთავარი კითხვა უნდა გავითვალისწინოთ:
- რაგბის მოთამაშის ფიზიკური მახსაიათებლები თუ განსხვავდება ნორმალური რაგბის არ მოთამაშე პოპულაციიისაგან?
- თუ არის რაგბის გარკვეული ფიზიკური მახასიათებლები გამოსარჩევი სათაშო დონეზე დამოკიდებული?(მონაწილეობა(მოყვარული)/შესრულება(შიდა ჩემპიონატი)/ელიტური დონე?
- დროთა განმავლობაში თუ შეიცვალა მოთამაშის ფიზიკური პროფილი და ეს ცვლილება რატომ მოხდა?
2 სურათი. მოთამაშის ფიზიკური მახასიათებლები შეიცვალა უკანსაკნელ ათწლეულებში. ზოგადად ახლა მოთამაშეები უფრო დიდები და ძლიერები არიან ვიდრე მათი კოლეგები 20 წლის წინიყვნენ.
თუ მოთამაშის ფიზიკური მახასიათებლები ისეთები როგორიცაა მასა,აღნაგობა,ძალა,სისწარფე, სხეულის ცხიმიანობა და ა.შ. შესამჩნევად განსხვავდება ძირითადი პოპულაციისაგან,მაშინ შეიძლება დავასკვნათ რომ ეს მახასიათებლები სასარგებლოა. ამის მსგავსად თუ ფზიკური მახსაიათებლები ჩანს რომ ისნი კორელაციაშია სათამაშო დონესთან ანაც სხვადასხვა დონის მოთამაშეებს ერთმანეთისაგან განასხვავებს ,მაშინ ეს იმაზე მიანიშნებს რომ კითხვის ქვეშ დაყენებული ფიზიკური მახასიათებლები სარაგბო შესრულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და წვრთნის დროს მათი პრიორიტიზება შეიძლება მოხდეს. მაგალითად თუ ელიტარული დონის მორაგბის ზედა ტანის ძალა მნიშვნელოვნად დიდია ვიდრე მოყვარული მოთამაშისა, შეიძლება დავსკვნათ რომ უფრო მაღალ დონეზე სათამაშოდ მნიშვნელოვანია ზედა ტანის ძალა. ასევე თუ მოთამაშის ფიზიკური პროფილი წლების განმავლობაში თამაშის სახეცვლილებასთან(ევოლუცია) და განვითარებასთან ერთად შეიცვალა , მაშინ ეს თანამადროვე მოთამაშის გარკვეული ფიზიკური მახსაიათებლების მეორე ინდიკატორია. 1995 წელს პროფესიონალური ხანის დაწყების შემდგომ მოთამაშეების ფიზიკურმა მახასიათებლებმა სახე იცვალეს და შეიცვალნენ. წესების ცვლილებამ და პროფესიონალიზმისაკენ წასვლამ, წლების განმავლობაში თამაშის მოთხოვნების შეცვლა გამოიწვია რაც შესაბამისად სათამაშო სტილის და მოთამაშეების ფიზიკური პროფილის ცვლილებას უძღოდა წინ .
ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მწვრთნელს რაგბის მოთამაშისთვის სასარგებლო ფიზიკური მახასიათებლების გაგებისაკენ წარუძღვება. მომდევნო რამოდენიმე ნაწილში მოთამაშის ფიზიკური პროფილს და ზოგიერთ მთავარ ფიზიკურ თვისებას და შესაძლებლობებს გავითვალისწინებთ და ამოვიცნობთ. ეს მწვრთნელს საშუალებას მისცემს რომ ადაპტირება გაუკეთოს მოთამაშეების წვრთნისა და განვითრების გზებს რათა მიზანში ის სავარაუდო ფიზიკური მახასიათებლები ჰქონდეს რომლებსაც სათამაშო შესრულებაზე შეიძლება ჰქნოდეთ გავლენა.