სიმძლავრე

სიმძლავრე ან ფეთქებადობა როგორც მას ხანდახან მოიხსინიებენ არის დიდი ძალის სწრაფად წარმოქმნის უნარი. სიმძლავრე გამოითვლება როგორც ძალა გამრავლებული სიჩქარეზე და ეს სარაგბო შესრულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თამაშში ბევრი ათლეტური და სპორტული მოქმედებები მოთამაშეს ძალიან მცირე დროს აძლევენ იმისთვის რომ მან მოძრაობის წარმატებულად შესასრულებლად საჭირო ძალა წარმოქმნას. მაგალითად სპრინტის დროს ტერფის მიწასთან კონტაქტის( როდესაც ტერფი მიწასთან კონტაქტის დროს მოთამაშის წინ სამოძრაოდ ძალა უნდა წარმოქმნას რომ სპრინტი გააგრძელოს) დრო 0,08–0.1 წამია. მიწასთან ტერფის კონტაქტის დროს არაა საკმაოდ ხანგრძლივი იმისთვის რომ მოთამაშემ მაქისმუალური ძალის წარმოქმნა შეძლოს და შესაბამისად მცირე დროის მონაკვეთში რაც შეიძლება მეტი ძალა გამოავლინოს, ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ სიმძლავრე კრიტიკული ფაქტორია. ფინტი, ჭრა, ხტომა, ბოჭვა, აწევა,ხელკვრა და აშ. თამაშის ყველა ეს არე სიმძლავრის წარმოქმნის უნარის გაუმჯობესებით შეიძლება გავაუმჯობესოთ.

ფიგურა 9. უფრო მეტი სიმძლავრის განვითარება , უფრო მეტის აჩქარების და მეტი სწრაფი ძალის წარმოქმნის საშუალებას გვალძევს, ისევე როგორც უფრო უკეთესი ნახტომის გამოვლენას– ყველა მახასათებელები რომლებმაც ტექნიკური შესრულება შეიძლება გააუმოჯობესოს.

2019 წელში ჯონსმა და კოლეგებმა ცადეს გამოეკვლიათ ქვედა ტანის სიმძლავრის ტესტების მეშვეობით თუ გამოარჩევდნენ/განასხვავებდნენ რაგბიში სათმაშო დონეებს შორის სხვობას.მათრამოდენიმე ქვედა ტანის სიმძლავრის ტესტში ავივას პრემიერშიფის პრფესიონალი მოთამაშეები უნივერსიტეტის დონის მოთამშეებს შეადარეს. არაგასაკვირად პროფესიონალმა მოთამაშეებმა აჯობეს მოყვარეულ მოთამაშეებს როდესაც საქმე ქვედა ტანის სიმძლავრის გაზომვაზე მივიდა.ვერტიკალური ხტომის ტესტში პროფესიონალმა მოთამაშეებმა მოყვარულ მოთამაშეების ხტომის სიმაღლეში 21% ით აჯობეს. სპრინტის ტესტი ველოსიპედის ერგომეტრზე გაკეთდა როგორც ქვედა ტანის სიმლძვარის საზომი. პროფესიონალებმა მოყვარულ მოთამაშეებს პიკური სიმძლავრის გამოზვისას ვატებში 29,5 % აჯობეს. შეიძლება ვიკამათოთ რომ სპორტების უმარავლესობაში პროფესიონალები უმეტეს ფიზიკური უნარების ტესტებში უკეთ გაირჯებიან მოყვარულებთან შედარებით, ქვდა ტანის სიმძლავრის გამოთვლისას მნიშვნელოვანი სხვაობა იმაზე მიანიშნებს რომ რაგბიში უფრო მაღალ დონეზე სიმძლავრე სათამაშოდ ძალიან მნიშვნელვანი შესაძლობლობაა რათა ის მოთამაშეში განვავითაროთ.