სისწრაფე

სისწრაფე ,რომელიც თავის მხრივე შეიძლება კიდევ დავყოთ აჩქარების უნარად და მაქსიმალური სირბილის სისწრაფედ, დიდი მნიშვნელობისაა. სისწრაფე არის გარბენილი მანძილი გაყოფილი გარბენილი მანძილის დასაფარად საჭირო დროზე. ხაზის გაჭრის უნარი, მცველის მოტყუება, ბურთზე გამოდევნება და იმის სხვა მხოლოდ ზოგიერთი მაგალითია სადაც სისწრაფე მნიშვნელოვანია. სმარტმა და კოლეგებმა 2014 წელს ხაზი გაუსვეს სისწრაფის მნიშვნელობას როგორც ბექების ასევ მორკინლების თამაშის ქცევებში.მათ მუდმივი ურთიერთ კავშირი გამოავლინეს 10,20 და 30 მერ მანძილზე სისწრაფესა და თამაშის ისეთ გადამწყვეტ სტატისტიკაზე როგორიცაა ხაზის გაჭრა , ბურთით გარბენილი მეტრები, გატანილი ლელოები და პოზიცები დაცვაში. ზოგადად სწრაფმა მოთამაშეებმა უკეთ შეასრულეს რაგბის შესრულების მრავალ მეტრიკაში/საზომში. ეს უმინშვნელოვანესია რადგანაც ის სისწრაფის ფიზიკური უნარის გადატანას/ტრანსფერს აჩვენებს სათამაშო მოედანზე წარმატებულ შესრულებაში. როსმა და კოლეგებმა 2015 წელს შვიდკაცა რაგბის მოთამაშეებში თამაშში შესრულებასა და ფიზიკურ შესაძლებლობებში ურთიერთკავშირი გამოიკვლიეს.მათ ძალიან კარგი კავშირი 10 და 40 მეტრზე სისწრაფესა და ორივე,შეტევასა და დაცვაში თამაშის შესრულების მეტრიკებს შორის კავშირი გამოავლინეს. სისწრაფე ურთიერთკავშირში იყო გაჭრილ ხაზებთან და მოტყუებლ მცელებთან შეტევის თვალთახედვიდან და ასევე დაცვის თვალთახედვიდან კი წარმატებულ ბოჭვებში. რაგბის შვიდში მოედანზე არსებული უფრო მეტი სივრცე შეიძლება ზრდის სისწრაფის მნიშვნელობას როგორც დაცვით ისე შეტევით სიტუაციებში.

ფიგურა 10. სისწრაფე თამაშში უკეთს უკეთს შესრულებსთანაა ასოცირებული და ის შეიძლება ძალის ,სიმძლავრის და სისწრაფის სპეციფიური წვრთნის მეშვეობით გაუმჯობესდეს.

გილმა და კოლეგებმა 2013 წელს რაგბიში ფიზიკურ შესაძლებლობებსა და სათამაშო დონეებს შორის სხვაობა გამოიკვლიეს. მათ დაადგინეს რომ სათამაშოს დონის ზრდასთან ერთად მოთამაშეები უფრო სწრაფები იყვენენ. მათ ასევე დაადგინეს რომ 20 მეტრზე სისწრაფე იყო გაზომილ ერთერთი მცირე ცვლადთაგანი რომელიც განასხვავებდა საერთაშორისო დონის და სუპერ რაგბის მოთამაშეებს და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რაგბის უმაღლეს დონეზე შესასრულებლად სისწრაფის მნიშვნელობას. სისწრაფეს თამაშში აშკარად მასიური როლი/მნიშვნელობა აქვს და მისი განვითარებას დიდი ადგილი უჭირავს მორგაბის ნებისმიერ გრძელ ვადიან განვითარების გეგმაში.