რაგბისთვის პერიოდიზაციის გამოწვევები
თავდაპირველად პერიოდიზაციის მოდელები ინდივდუალური სპორტებისათვის შექმნეს, ისეთები როგორიცაა ათლეტიკა სადაც წელიწადში მხოლოდ ერთი ან ორი მნიშვნელოვანი შეჯიბრია. გუნდურ სპორტებში განსხვავებული სცენარი და მომდევნო გამოწვევები გვაქვს მწვრთნელისათვის როდესაც საწვრთნელი პროგამის პერიოდიზებას ვცდილობთ. ეს გამოწვევები მოიცავს:
- უფრო გრძელ საშებირო სეზონს
- მრავალ საწვრთნელ მიზანს
- ერთი ინდივიდის მაგიერ 30 მდე მოთამაშისთვის დაგეგმვას
- ტექნიკური და ტაქტიკური წვრთნის გამო თავსმოხვეული დროის შეზღუდვები
სეზონის წინ მწვრთნელს საშუალება აქვს რომ ფიზიკურ ვარჯიშსა და მომზადებას დროის უმეტესი ნაწილი დაუთმოს, თამაშების სიმცირე მწვრთნელს საშუალებას აძლევს რომ წვრთნის დატვირთვის მაღალი დონე დაგეგმოს და განახორციელოს. სეზონის წინა დრო კარგად ერგება ხაზოვან ან ბლოკურ პერიოდიზაციის მოდელებს. ვარჯიშების შერჩევას პროგერსი ზოგადი ძალის ვარჯიშებიდან სპორტის სპეციფიური აწევებისკენ ახასიათებს, რაგადანაც მოთამაშე სეზონის წინა საწვრთნელ ციკლში წინ მიიწევს. სეზონის წინა პერიოდიზაცია ასვე აპრიორიტეტებს მოთამაშის საჭიროებებს. თუ ჰიპერტროფია უპირატესობის მომცემი იქნება მაშინ ჰიპერტროფიიის ვარჯიშის სიხშირე შეიძლება უფრო მეტი იყოს ვიდრე ძალის და სიმძლავრის. თუ სიმძლავრეა მთავარი საჭიროება სეზონის წინ ,მაშინ მისი პრიორიტიზება შეიძლება მოხდეს. მისთვის განკუთვნილი უფრო მეტის სავრჯიშო სიხშირით. თუ შესაძლებელია სეზონის წინა ფაზა არ უნდა იყოს 8–12 კვირაზე უფრო ნაკლები რათა ფიზიკური მახასიათებლების განვითარებას მისცეეს საშუალება.
სეზონის დრო(საშეჯიბრო სეზონი) უფრო გამომწვევია საპერიოზაციოდ თამაშების გავლენის გამო. მოთამაშეები დასვენებულები უნდა იყვნენ რომ ითამაშენ და საშუალება მიეცეთ რომ თამაშთან დაკავშირებული სტრესისგან აღიდგინონ რომელიც ძალიან მაღალი შეიძლება იყოს. ტალღოვანი პერიოდიზაციის მოდელბის გამოპყენებას როგორც წესი სეზონის განმავლობაში ვარჯიშისათვის გვირჩევენ. მაღალი და დაბალი ინტენსიობის საწვრთნელი დღეების გამოყენება გავრცელებული სტრატეგიაა.
მწვრთნელმა უნდა იცოდეს პერიოდიზაცია და მისი მოდელები, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ გვახსოვდეს ისიც რომ ესენი სახელმძღვანელოა წვრთნის დასაგეგმად. მწვრთნელი შეიძლება კომპლექსური პერიოდიზაციის მეთოდების გამოყენებისას ჩაფლავდეს მაშინ როცა უფრო მარტივი ,პროგრესული მიდგომა დაბალი და საშუალო საწვრთნელი ასაკის უმეტეს მოთამაშეთათვის საკმარისი იქნება. ძირითადი პრინციპები რომლებსაც პერიოდიზაციის მეთოდები ეფუძნება არის პროგრესული გადატვირთვა, აღდგენა ,ადაპტაცია და ვარიაცია. თუ მწვრთნელი პროგრესულად მუშაობს რომ მოთამაშეებმა უფრო მაგრად ივარჯიშონ და აღდგენის კარგი სტრატეგიები გამოიყენენონ და იგი პროგრამაში ვარიაციის ფორმას იყენებს რათა თავიდან ს მოწყენილობა და სტაგნაცია აირიდო მაშინ ის პერიოდიზაციას იყენებს.