ბავშვების წვრთნისათვის ყურადსაღები ფიზოლოგოიურ საკითხები

ბავშვები არ არიან პატარა დიდები. ამის არ გათვალისწინება არის დიდი შეცდომა, რომელიც ბევრმა მწვრთნელმა შეიძლება დაუშვას, როდესაც ისინი ბავშვებისთვის ადგენენ და ახორციელებენ საწვრთნელ გეგმას. საკმარისი არაა, რომ გამოიყენო ზოგიერთი ვარჯიში და სავარჯიშო, რომლებიც დიდებში გამოიყენება და მხოლოდ რაოდენობის, სერეიების ანაც წინაღობების შემცირება, რათა ვარჯიში ადვილი გახდეს. ბავშვების პოპულაცია საკმაოდ თავისებურია ძირითადად იმ იმზეზების გამო, რომელიც ეხება ზრდას, მომწიფებასა და განვითარებას, რომელბზეც წინა მოდულებში ვისაუბრეთ. მწვრთნელებმა უნდა იცოდნენ ის რამოდენიმე ფიზიოლოგიური ფაქტორი, რომელსაც გავლენა შეიძლება ჰქონდეს ბავშვის ფზიკიური შესაძლებლობების წვრთნადობაზე.

ამ ეტაპზე ბავშვის ნერვული სისტემა სრულად არაა განვითარებული (Kenny et al, 2015). ნერვული უჯრედების გარემოს იზოლაცია არაა ბოლომდე ჩამოყალილებებული და ამიტომ გაგზავნილი ნერვული სიგნალები არის ნელი და არაქმედითი. იზოლაცია სრულად მხოლოდ გარდატეხის ასაკის კარგა გვარიანად გავლის შემდგომ ვითარდება და ამიტომ ბავშვის ნერვული სისტემა ამ ასაკში არ მუშაობს ოპტიმალურად ( Kenny et al, 2015). ბაშვობის განმავლობაში, ვარჯიშთან ერთად ოსტატობა და მოძრაობები უფრო დახვეწილი და ქმედითი ხდება მაგრამ ოსტატობის და მოძრაობის სრული განვითარება შეიძლება ნერვული სისტემის სრულ მომწიფებაზე იყოს დამოკიდებული ( Kenny et al, 2015). მნიშვნელოვანია, რომ ეს მწვრთნელებს კარგად ესმოდეთ, რადგანაც ბავშვობის დროს უნარი ან მოძრაობა სრულად ვერ განვითარდება. უნარებისათვის საფუძვლის ჩაყრა სწორედ ამ დროს ხდება. თუ ბავშვი მოძრაობის ფუნდამნეტური და რაგბის სპეციფიური უნარების კარგ წვრთნას გაივლის, ის უნარების ბაზას განივითარებს, რაც შემდგომ ზრდასთან და ნერვული სისიტემის მოწიფულობასთან ერთად, მას უპირატესობას მიანიჭებს, რომ უნარები სრულად განივითაროს.

ბავშვებში უნარებისა და მოძრაობების განვითარების მცდელობისას, მწვრთნელებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ კიდურების ზრდა. სირბილი არის ის უნარი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რაგბის თამაშში. ბავშვებში სირბილის მექანიკისა და ოსტატობის განვითრებაზე გავლენა ექნება ფეხის სიგრძის ცვლილებას ბავშვის ზრდასთან ერთად. ზოგადად ზრდასრული ფეხის სიგრძის 95 % –ს ბავშვები 12 წლის ასაკში მიაღწევენ (Joyce and lewindon, 2104). ბავშვობაში სწრაფი ზრდა გავლენას იქონებს კოორდინაციასა და ბავშვის მიერ სირბილის განვითარების უნარზე. ეს კი გადამწყვეტი მომენტია.

ზრდასრულთან შედარებით ბავშვს ასევე ბევრად ნაკლები მაღალი ინტნსიობის ძალისხმევის შესაძლებლობა აქვს. ეს დამოკიდებულია სხეულში ენერგეტიკული სისტემების განვითარებაზე. ბავშვებს კუნთის გლიკოგენის ( საწვავი ენერგიის წარმოსაქმნელად) ნაკლები მარაგი აქვთ. ბავშვებში დაბალია აგრეთვე იმ ფერმენტების/ენზიმების კონცენტრაცია, რომლებიც ქიმიურ რექციებში გამოიყენება და რომელიც სხეულს საშუალებას აძლევს, სწრაფად წარმოქმნას ენერგია მაღალი ინტენსიობის ძალისხმევისთვის ( Kenny et al, 2015). იქიდან გამომდინარე, რომ მაღლი ინტენსიობის სათამაშო მონაკვეთები რაგბიში ჩვეულებრივი მოვლენაა, ზემოთთქმულის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია მწვრთნელთათვის. ამას გავლენა აქვს საწვრთნელი ვარჯშების შექმნაზე, რადგანაც მნიშვნელოვანია, რომ ვარჯიშისას ბავშვები ზედმეტად არ გადავღალოთ.