ნაწილი ბ

წონასწორობის სავარჯიშოები მოძრაობის კონტროლისა და ქვედა ტანსა და შუა წელში სტაბილურობის განსავითარებლად

ცალ ფეხზე წინ გადახრა
მისვლა: 1 გამეორება: 6 / ფეხზე
სამწვრთნელო მინიშნებები:
  • დადექით ცალ ფეხზე და ოდნაც მოხარეთ ამ ფეხის მუხლი
  • მენჯიდან ნელ-ნელა გადაიხარეთ წინ, სანამ მენჯი მიწის პარალელური არ იქნება
  • წონასწორობის შენარჩუნებასთან ერთად გაიმართეთ
ძირითადი მინიშნებები:
  • გამაგრებული შუატანი
  • მენჯი, მუხლი, კოჭი ერთ ხაზზე
  • მუხლი ტერფს ზემოთ

უკან ხტომა და გაშეშება
მისვლა: 1 გამეორება: 6 / ფეხზე
სამწვრთნელო მინიშნებები:
  • გადახტით უკან და დაეშვით იმავე ფეხზე, რომლიდანაც ახტით
  • ნახტომის დისტანცია იმდენად შორი უნდა იყოს, რომ მართვის და წონასწორობის შენარჩუნება გამოწვევა იყოს
ძირითადი მინიშნებები:
  • გამაგრებული შუატანი
  • მოდუნებული მუხლები
  • მენჯი, მუხლი, კოჭი ერთ ხაზზე