ნაწილი დ

მიწაზე დაშვების, მიმართულების ცვლის და პლიომეტრიული სავარჯიშოები სიმძლავრის და კონტროლის განსავითარებლად

გაქცევა, ნაბიჯი და პოზის დაჭერა
მისვლა: 1 გამეორება: 2 / გვერდზე
სამწვრთნელო მინიშნებები:
  • ადგილიდან, აჩქარდით სრულ სისწრაფის 50 % მდე
  • დაიწყეთ ერთი ფეხიდან და გადახტით გვერდზე, რომ დაეშვათ საპირისპირო ფეხზე
  • განაგრძეთ პირდაპირ სირბილი და ცვალეთ მარჯვენა და მარცხენა ფეხიდან გადახტომის მხარე
ძირითადი მინიშნებები:
  • გამაგრებული შუატანი
  • მენჯი, მუხლი, კოჭი ერთ ხაზზე
  • მოდუნებული მუხლები

დაჭერა და ხელკვრა
მისვლა: 1 გამეორება: 3 / მიმართულებაზე
სამწვრთნელო მინიშნებები:
  • წყვილებში, დადექით ერთმანეთის პირისპირ ისე, რომ მარჯვენა მხრები ერთმანეთს უყურებდნენ
  • დაასვენეთ მარჯვენა ხელი მეწყვილის მარჯვენა მხარზე და მიეყრდენით მეწყვილის ხელს
  • მძლავრი მიწოლის ხარჯზე, სარაგბო ხელკვრის მსგავსად, მოშორდით მეწყვილეს
  • დაიჭირეთ ტანი მეწყვილის საპირისპირო ხელით და ოდნავ მოხრილი იდაყვით
ძირითადი მინიშნებები:
  • მკერდი მაღლა
  • ბეჭები ერთმანეთზე მიბჯენილი
  • გამაგრებული შუატანი