7 ხეირი

არსი

თუ მეტოქემ წესი დაარღვია, მაგრამ [ბურთიანმა] გუნდმა ხეირი მაინც ნახა -- მსაჯს შეუძლია თამაში არ შეაჩეროს, რათა ბურთაობა [უფრო] უწყვეტი გახადოს.

7.1 ხეირი არსებობს:

ა. ტაქტიკური -- თუ [მართალ] გუნდს შეუძლია [უფრო] თავისუფლად იბურთაოს.

ბ. ტერიტორიული -- თუ თამაშმა დამრღვევი გუნდის ლელოსკენ გადაინაცვლა.

გ. კომბინირებული - თუ ორივე წინა პირობა ერთდროულად შესრულდა.

დ. ხეირი ცხადი და რეალური უნდა იყოს -- მისი მიღების [მხოლოდ] შანსი არ კმარა [არაფრის მაქნისია].

7.2 "ხეირზე თამაში" სრულდება, თუ:

ა. მსაჯს მიაჩნია, რომ [მართალმა] გუნდმა უკვე [საკმაოდ] იხეირა -- ამ დროს მსაჯი თამაშს აგრძელებს;

ბ. მსაჯს მიაჩნია, რომ [მართალი] გუდი ვერ იხეირებს -- ამ დროს მსაჯი თამაშს აჩერებს და ნიშნავს იმ დარღვევის სარგო სასჯელს,რომლისთვისაც გუნდს ხეირზე ათამაშებდა.

გ. [მართალმა] გუნდმა თავად დაარღვია წესი, სანამ [საკმაოდ] იხეირებდა -- ამ დროსაც მსაჯი აჩერებს თამაშს და ნიშნავს პირველი დარღვევის სარგო სასჯელს. თუ ერთ-ერთი ან ორივე დარღვევა "ბინძურად თამაშია", მსაჯი დამრღვევ(ებ)ს სათანადო სასჯელ(ებ)ს დააკისრებს

დ. დამრღვევმა გუნდმა წესი კიდევ დაარღვია და [მართალი] გუნდი მაქედან ვერანაირად ვეღარ იხეირებს -- ამ დროს მსაჯი თამაშს აჩერებს და [მართალი] გუნდის კაპიტანს ანდობს სასჯელის არჩევას: ეკითხება, თამაშის განახლება საიდან გირჩევნიათო.

7.3 ხეირის წესი არ გამოიყენება -- და მსაჯმა უმალ უნდა დასტვინოს, თუ:

ა. ბურთი | "ბურთიანი მოთამაშე" მსაჯს შეეხო და ამით ერთ-ერთმა გუნდმა იხეირა.

ბ. შერკინებაში ბურთი გვირაბის ნებისმიერი ბოლოდან გამოვარდა.

გ. შერკინება 90 გრადუსზე მეტად დატრიალდა.

დ. შერკინებაში მოთამაშე იმდენად აწიეს, რომ მიწას ფეხ(ებ)ით აღარ ეხება.

ე. [კიდიდან] უცებ შემოგდება | [ჯარიმის | თავისუფალის] უცებ გათამაშება არა-სწორად შესრულდა.

ვ. ბურთი უქმი გახდა.

ზ. თამაშის გაგრძელება სახიფათოა.

თ. მსაჯი ეჭვობს, რომ მოთამაშე მძიმედ დაშავდა.