ინფორმაცია, რომელიც დაგჭირდებათ
როდესაც თქვენ დაინიშნებით ამა თუ იმ მატჩზე, თქვენ დაგჭირდებათ გარკვეული ინფორმაციის მოპოვება მატჩის ორგანიზატორისგან. ეს ჩამონათვალი შეგიქმნით წარმოდგენას იმის თაობაზე, თუ რა კითხვები შეგიძლიათ დასვათ ამ ეტაპზე.
- დეტალური ინფორმაცია სტადიონზე? მატჩის დაწყების დრო?
- მოედანი ბუნებრივსაფარიანია თუ ხელოვნურსაფარიანია?
- თუ მოედანი ხელოვნურსაფარიანია, აქვს თუ არა მას გავლილი მსოფლიო რაგბის 22-ე დებულებით გათვალისწინებული სერტიფიცირება?
- რა არის სათამაშო ზომები (მ.შ. სიგრძე, სიგანე, ჩათვლის მოედნის ზომები და უსაფრთხოების პერიმეტრები)
- როგორ მდგომარეობაშია მოედნის საფარი? არის თუ არა რაიმე პრობლემები?
- არსებობს თუ არა იმის რისკი, რომ მეტეოროლოგიურმა პირობები რაიმე პრობლემას შეუქმნის მოედნის საფარს მატჩის წინ?
- ვინაა მთავარი საკონტაქტო პირი მასპინძელი რაგბის კავშირში/მოედანზე (თუ განსხვავდება მატჩის ორგანიზატორისგან)?
- როგორი განრიგი აქვთ გუნდებს (მ.შ. ჩამოსვლა, გამგზავრება კაპიტნის ვარჯიშების დროები, ლოკაციები)?
- გუნდების მენეჯერების საკონტაქტო მონაცემები?
- როდის ტარდება მენეჯერთს კრება (თუ ტარდება)?
- არსებობს თუ არა მატჩის ძირითადი სტაფის (მაგ. მსაჯები, საიტინგის კომისარი, იურიდიული ოფიცერი, ანტიდოპინგის ოფიცერი) სია?