კაპიტნის ვარჯიშების დროები

იგნლისის ნაკრები კაპიტნის ვარჯიშზე 2014 წლის ქალთა მსოფლიო რაგბის დროს

ერთერთი პირველი საკითხი, რომელიც გუნდებთან უნდა გაარკვიოთ, არის მათი კაპიტნის ვარჯიშების დროები

კაპიტნის ვარჯიში არის ვარჯიში, რომელსაც მწვრთნელის ნაცვლად ატარებს კაპიტანი. ტრადიციულად, ის ტარდება თამაშის წინა დღეს.

კაპიტნის ვარჯიში გუნდების მზადების მნიშვნელოვანი ელემენტია. ის ასევე მეტად სასარგებლოა თქვენთვის, როგორც მატჩის კომისრისთვის, ვინაიდან კაპიტნის ვარჯიშების დროს სტადიონზე იკრიბება თქვენთვის საჭირო ადამიანების უმრავლესობა, რაც საშუალებას გაძლევთ ყველაფერი წინასწარ მოაგვაროთ და დააორგანიზოთ

ტურნირის ორგანიზატორი თითოეული გუნდისთვის გამოყოფს გარკვეულ დროს კაპიტნის ვარჯიშის ჩასატარებლად. როგორც წესი, ერთი საათი საკმარისია.

ემ ეტაპზე, თამაშამდე ორი დღით ადრე, თქვენ უნდა გადაამოწმოთ კაპიტნის ვარჯიშების დროები და დარწმუნდეთ, რომ ისინი ერთმანეთს არ ემთხვევა. თუ საჭიროა ამ საკითხის რეგულირება, შეათანხმეთ ყველაფერი დაუყოვნებლივ და აცნობეთ ცვლილებების შესახებ