მატჩის დოკუმენტაცია

ახლა გაქვთ შესაძლებლობა ამობეჭდოთ ყველა დოკუმენტი, რომელიც დაგჭირდებათ უახლოესი ორი დღის განმავლობაში.

ამ დოკუმენტების უმეტესობა უნდა მოიპოვოთ ტურნირის ოფისისგან ან მატჩის ორგანიზატორისგან. ქვემოთ ჩამოთვლილია სხვადასხვა დოკუმენტი, რომელიც შეიძლება დაგჭირდეთ. არაა პრობლემა, თუ ამათგან ზოგი თქვენთვის უცნობია, კურსის მანძილზე თქვენ გექნებათ საშუალება გაეცნოთ ყოველ მათგანს.

  • ტურნირის საოპერაციო სცენარი
  • მატჩის საორგანიზაციო ჩეკლისტი
  • მატჩის სცენარი
  • გუნდების მენეჯერთა კრების დღის წესრიგი
  • გაყიდვიდან ამოღებული ადგილების ჩეკლისტი
  • კაპიტნის ვარჯიშების დროები
  • მატჩის ოქმის შესავსები შაბლონები
  • სტადიონის გამომცხადებლის ტექსტი (საჭიროებისამებრ)
  • წინა რაუნდების სტატისტიკა
  • ქვეჯგუფების რეიტინგები
  • მატჩისწინა კრების დღის წესრიგი
  • კრიზისული კრების დღის წესრიგის ნიმუში (ყოველი შემთხვევისთვის!)
  • ბურთის წნევა - ამონარიდი თამაშის წესებიდან