სათამაშო მოედანი
გადაამოწმეთ მოედნის მხაზველებთან (შესაძლოა, სტადიონის მენეჯერის ან მატჩის მენეჯერის დახმარებით) მოედნის დახაზვის და ხაზების გასწორების განრიგი
ეს აქტივობები არ უნდა დაემთხვეს რომელიმე კაპიტნის ვარჯიშს; ნებისმიერ შემთხვევაში, კარგი იქნება, თუ დარწმუნდებით, რომ ეს მნიშვნელოვანი საქმე მოგვარებულია
სათამაშო არის ზომები
თუ თქვენ ემზადებით საერთაშორისო მატჩისთვის, შეამოწმეთ, რომ მოედნის მოხაზვა აკმაყოფილებს საერთაშორისო მატჩებისთვის დაშვებულ მინიმალურ ზომებს:
- ლელოს ხაზიდან ლელოს ხაზამდე - 94 მეტრი
- აუტის ხაზიდან აუტის ხაზამდე - 68 მეტრი
- ჩათვლის მოედნის სიგრძე - 6 მეტრი
იმ შემთხვევაში, თუ პერიმეტრის სიგანე 5 მეტრზე ნაკლებია, თქვენ უნდა შეაფასოთ რისკები შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:
- რამდენად მძიმეა რისკი? (ეს შეიძლება დამოკიდებული იყოს პერიმეტრის სიგანეზე)
- გვერდითი კედლები მყარადაა აშენებული თუ იშლება?
- თუ კედლები მყარია, შესაძლებელია თუ არა მათი შეფუთვა?
- პერიმეტრზე თხრილი ხომ არ არის?
- თუ ჩათვლის მოედნის უკანა ხაზი კედელთან ახლოსაა და ჩათვლის მოედნის სიგრძე 6 მეტრზე მეტია, შესაძლებელია თუ არა ჩათვლის მოედნის დაპატარავება?