გუნდების მოსვლა

თუ შესაძლებელია, დახვდით გუნდებს და მიაცილეთ ისინი გასახდელებამდე. მათ შესაძლოა უთამაშიათ ამავე სტადიონზე, მაგრამ სარგებლობდნენ სხვა გასახდელით; მათ არ უნდა ჩათვალონ, რომ ამჯერადაც იგივე გასახდელში შევლენ

გუნდის სამატჩო შემადგენლობის დადასტურება

მატჩის პრეს-ოფიცერი ვალდებულია მოიპოვოს გუნდის მენეჯერისგან მატჩის დაწყებამდე წარდგენილი სამატჩო შემადგენლობის ბოლო ვერსია. შემდეგ, პრეს-ოფიცერი დაამზადებს ამ შემადგენლობის ასლებს და მიაწვდის მათ:

  • თქვენ
  • საიტინგის კომისარს
  • დოპინგ-კონტროლს
  • მატჩის გამომცხადებელს
  • ტელევიზიას
  • მსაჯებს (მ.შ. მე-4 და მე-5 მსაჯებს)
  • მედია ოთახს

მედ.პერსონალის შემოწმება

დარწმუნდით, რომ მედ.პერსონალი და სასწრაფო ადგილზეა

გუნდების ეკიპირების შემოწმება

ამ დროისთვის, მსაჯები შეამოწმებენ ორივე გუნდის ეკიპირებას. დაესწარით ამ პროცედურას, მართეთ ნებისმიერი პრობლემა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას.