დოპინგ-კონტროლი

პროცედურა

  • ყოველ თამაშზე შეიძლება მოხდეს ორივე გუნდის მოთამაშეების ანტიდოპინგური ტესტირება. თითო გუნდიდან ირჩევა ორი მორაგბე, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ძირითადი, ისე სათადარიგო შემადგენლობის მოთამაშე
  • თუ ორი შერჩეული მოთამაშიდან ერთერთის ტესტირება ვერ ხერხდება (მაგ. იმის გამო, რომ მორაგბე საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი), მაშინ გუნდიდან დამატებით შეირჩევა კიდევ ერთი მორაგბე
  • მიმყოლები დასხდებიან მოთამაშეების სიახლოვეს. მიმყოლებმა თვალყური უნდა ადევნონ შერჩეულ მოთამაშეებს მთელი მატჩის განმავლობაში. მატჩის დასრულების შემდეგ, მიმყოლები შეატყობინებენ მოთამაშეებს და შეიყვანენ მათ ანტიდოპინგის ოთახში.
  • მიმყოლებმა თვალთახედვის არიდან არ უნდა დაკარგონ შერჩეული მოთამაშე მანამ, სანამ ტესტირების პროცესი არ დასრულდება. მას შემდეგ, რაც მიმყოლი შეატყობინებს მოთამაშეს, რომ ის შერჩეულ იქნა ანტიდოპინგის ტესტისთვის, ამ უკანასკნელს 60 წუთი აქვს ანტიდოპინგის ოთახში მისასვლელად

დოპინგ-კონტროლის გუნდი

  • დოპინგ-კონტროლის ოფიცრის (მატჩზე ინიშნება 1 კაცი) პასუხისმგებლობაში შედის ნიმუშების მოპოვება
  • მიმყოლები (2 კაცი თითო გუნდზე) პასუხისმგებელნი არიან შეატყობინონ შერჩეულ მოთამაშეებს ტესტირების შესახებ მატჩის დასრულების შემდეგ