დანართები

დანართი 1 - წესი 9: დარღვევების აღწერის ნიმუში

დარღვევების აღწერის ტერმინოლოგია

ქვემოთ მოყვანილია 9-ე წესით განსაზღვრული დარღვევები, რომლებსაც შედეგად მოჰყვება წითელი ბარათი ან საითინგი. საითინგის ტერმინოლოგია უნდა მოცავდეს ისეთ სიტყვათა ერთობლიობას რომელზეც ფოკუსირდება წითელი ბარათის, საითინგის ან გაფრთხილების შემდგომი სადისციპლინო მოსმენა.

ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა 9.12

სახეში დარტყმა ან დარტყმა. მოთამაშემ არ უნდა დაარტყას მოწინააღმდეგეს ხელის მტევნით, ხელით, მუშტით, იდაყვით, მხრით, თავით ან მუხლ(ებ)ით.

მოთამაშე გრინ-მა დაარტყა მოწინააღმდეგე ნორთ-ს, (ხელის გულით ან ხელუკუღმა) ხელის მტევნით
-
ხელით(მკლავით)/შეკრული მუშტით/იდაყვით/თავით/მუხლ(ებ)ით

ჩაწიხვლა ან გათელვა . მოთამაშემ არ უნდა ჩაწიხლოს ან გათელოს მოწინააღმდეგე.

მოთამაშე გრინ-მა ჩაწიხლა ან გათელა მოწინააღმდეგე ნორთ-ი (მარჯვენა/მარცხენა) ფეხით.

ფეხის დარტყმა . მოთამაშემ არ უნდა დაარტყას ფეხი მოწინააღმდეგეს.

მოთამაშე გრინ-მა, მოწინააღმდეგე ნორთ-ს, დაარტყა (მარჯვენა/მარცხენა) ფეხი/ტერფი.

ფეხის გამოდება . მოთამაშემ ფეხი არ უნდა გამოსდოს მოწინააღმდეგეს.

მოთამაშე გრინ-მა, (მარჯვენა/მარცხენა) ფეხი/ტერფი გამოსდო მოწინააღმდეგე ნორთ-ს.

გაშლილი ხელით ბოჭვა სახიფათო თამაშია. მოთამაშე ასრულებს გაშლილი ხელით ბოჭვას, როდესაც გაშლილი ხელით ურტყავს მოწინააღმდეგეს.

მოთამაშე გრინ-მა შებოჭა მოწინააღმდეგე ნორთ-ი გაშლილი(მარჯვენა/მარცხენა) ხელით.

სახიფათო ბოჭვა. მოთამაშემ არ უნდა შებოჭოს მოწინააღმდეგე ადრე, გვიან ან სახიფათოდ. წესი 9.13

მოთამაშე გრინ-მა შებოჭა მოწინააღმდეგე ნორთ-ი ადრე, გვიან ან სახიფათოდ.

მოთამაშემ არ უნდა შებოჭოს ან ჰქონდეს შებოჭვის მცდელობა მოწინააღმდეგე მხრების ხაზს მაღლა, მოიცავს ისეთ შემთხვევასაც როდესაც ბოჭვა იწყება მხრების ხაზს ქვემოთ

მოთამაშე გრინ-მა შებოჭა/ბოჭვის მცდელობა ჰქონდა მოწინააღმდეგე ნორთ-ი

  • მხრების ხაზს მაღლა

  • მხრების ხაზს ქვემოთ, მაგრამ ბოჭვა გადავიდა მხრების ხაზს მაღლა

  • თავის /კისრის არეში

უბურთო მოთამაშის შებოჭვა/კონტაქტი სახიფათო თამაშია. წესი 9.14

მოთამაშე გრინ-მა შებოჭა/კონტაქტი ჰქონდა, უბურთო მოწინააღმდეგე, ნორთ-ი

უბურთო მოთამაშეზე თამაში. წესი 9.15

შერკინების, რაქის ან მოლის გარდა, უბურთო მოთამაშემ არ უნდა შეაჩეროს, უბიძგოს, დაეჯახოს ან წააქციოს უბურთო მოწინააღმდეგე.

უბურთო მოთამაშე გრინ-მა ითამაშა უბურთო მოწინააღმდეგე ნორთ-ზე, რომელიც არ იყო მოლში ან რაქში და შეაფერხა/უბიძგა/ წააქცია იგი.

სახიფათო შეჯახება წესი 9.16

მოთამაშე არ უნდა დაეჯახოს ან დაბლა დააგდოს ბურთიანი მოწინააღმდეგე მასზე ხელების მოხვევის მცდელობის გარეშე

მოთამაშე გრინ-ი, დაეჯახა/დაბლა დააგდო მოწინააღმდეგე ნორთ-ს, ხელების მოხვევის მცდელობის გარეშე

მოთამაშემ არ უნდა შებოჭოს, დაეჯახოს, მოქაჩოს, უბიძგოს ან ხელები მოხვიოს მოწინააღმდეგეს რომლის ფეხები არ არის მიწაზე. წესი 9.17

მოთამაშე გრინ-მა შებოჭა მოწინააღმდეგე, ნორთ-ი, რომლის ფეხები ჰაერში იყო ბოჭვის დროს.

შუბური ბოჭვა. მოთამაშემ არ უნდა აწიოს მიწიდან მოწინააღდეგე და დააგდოს ან დაყვეს მას ისე, რომ მისი თავი ან სხეულის ზედა ნაწილი(მხარი, კისერი) პირველი შეეხოს მიწას. წესი 9.18

მოთამაშე გრინ-მა აწია მოწინააღმდეგე ნორთ-ი

  • და დააგდო/დაანარცხა მიწას

  • როდესაც ამ მოწინააღმდეგის ფეხები ჰაერში იყო

  • ისე, რომ მისი თავი ან სხეულის ზედა ნაწილი(მხარი, კისერი) პირველი შეეხო მიწას.

სახიფათო თამაში რაქში ან მოლში. წესი 9.20

მოთამაშე არ უნდა ჩაერთოს რაქში ან მოლში, ჩართვა გულისხმობს ნებისმიერ კონტაქტს სხვა მოთამაშესთან ბმის გარეშე.

მოთამაშე გრინ-ი, ჩაეთო რაქში/მოლში მოწინააღმდეგე ნორთ-თან კონტაქტში მხრით, მხრის ხაზს დაბლა ჩამოშვებული ხელ(ებ)ით, ან სხვა მოთამაშესთან ბმის გარეშე.

გვიანი კონტაქტი ფეხის დამრტყმელთან. წესი 9.25

მოთამაშე შეგნებულად არ უნდა დაეჯახოს ან შეაფერხოს მოწინააღმდეგე, მის მიერ ბურთზე ფეხის დარტყმის შემდეგ.

მოთამაშე გრინ-ი, შეგნებულად დაეჯახა მოწინააღმდეგე ნორთ-ს, მის მიერ ბურთზე ფეხის დარტყმის შემდეგ.

მოთამაშე არ უნდა მოიქცეს არასპორტულად. წესი 9.27

მოთამაშე გრინ-მა თმებით მოქაჩა/გაათრია მოწინააღმდეგე ნორთ-ი, რაც არასპორტული საქციელია.