ინფორმაციის წყარო

ვიდეომასალა ტელემაუწყებლისგან ან ვიდეოგადახვევის ოპერატორებისგან

მატჩის ოქმი შესაძლოა შეიცავდეს ტელემაუწყებლობის ოპერატორების საკონტაქტო ინფორმაცია. საითინგ კომისარი ან მისი ლიეიზონი ერთადერთი პირები არიან ვინც ლეგალურად ურთიერთობს მათთან სტადიონზე.

თუ მატჩის ვიდეოგადაღების გადახვევის(გამეორების) შესაძლებლობა არსებობს საითინგ კომისარის სამუშაო ადგილზე, საითინგ კომისარს შესაძლებლობა აქვს მოამზადოს ვიდეომასალა საითინგის/გაფრთხილების მხადასაჭერად.

საითინგ კომისარმა უნდა მოიპოვოს ყველა შესაძლო ვიდეოჩანაწერი სადისციპლინო კომისიითვის/ოფიცრისთვის. საითინგ კომისარს არ აქვს ვიდეომასალის რედაქტირების უფლება, მოთამაშესთან მიმართ სამართლიანობის უზრუნველსაყოფად.

გუნდის ვიდეოჩანაწერი

გუნდების უმეტესობა თავად აწარმოებს მოთამაშეთა პოზიციური თამაშის ვიდეოგადაღებას ტელემაუწყებლობისგან განსხავებული გადაღების კუთხებით. მათი მხრიდან სავარაუდო დარღვევის შესახებ მომართვის დროს, გუნდები იყენებენ ასეთ ჩანაწერებს როგორც მტკიცებულებებს.

მოთამაშეზე საითინგის შემთხვევაში გუნდებმა შესაძლოა გამოიყენონ საკუთარი ვიდეოჩანაწერები დარღვევის გასაბათილებლად.

ყველა შემთხვევაში საითინგ კომისარმა უნდა სცადოს ნებისმიერი ვიდეომასალის მოპოვება როგორც მტიცებულებათა შემადგენელი ნაწილი სადისციპლინო ოფიცრისთვის. ვიდეომასალა ხშირ შემთხვავაში ელექტონული ფორმატისაა და ელ.ფოსტა საუკეთესო საშუალებაა მათი მოპოვება და გადაგზავნისთვის.

მსაჯის და დამხმარე მსაჯის განცხადებები

როგორც წესი ასეთ განცხადებებს მატჩის მენეჯერი აგროვებს, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევებში საითინგ კომისარს ან მის ლიეზონსაც ევალებათ მოითხოვონ ასეთი განცხადებების მათთვის გადაცემა.

გუნდის მენეჯერის მომართვა

საითინგ კომისარს ან მის ლიეიზონს აქვთ სტანდარტული დავალება თამაშის შემდეგ გადაამოწმოს ორივე გუნდის მენეჯერებთან, მათი მხრიდან რაიმე წერილობითი მომართვის არსებობა.

ზოგ შემთხვევაში გუნდების მენეჯერების მხრიდან არ ხდება წეილობითი მომართვის, თამაშის დასრულებისთანავე მოკლე ვადაში მოწოდება. წერილობითი მომართვა მიეწოდება პირდაპირ საითინგ კომისარს ან მის ლიეიზონს ან მატჩის მენეჯერს. ასეთ შემთხვევაში გასათვალისწინებელია წერილობითი მომართვის დადგენილი ვადები. მომართვა უნდა იყოს დადგენილ ვადაში წარდგენილი, სადისციპლინო მოსმენის დროს მისი ვალიდურობის გაპროტესტების თავიდან აცილების მიზნით.

მოთამაშის განცხადება

ხანდახან მოპოვებული ვიდეომასალა იმდენად დამაჯერებელია, რომ მოთამაშის განცხადება აღარ არის აუცილებელი, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ვიდეომასალის და მოთამაშის განცხადების ერთობლიობა ურო ნათელს ფენს მომხდარ ინციდენტს. მაგალითისთვის თვალში კონტაქტი უმეტესწილად ხდება ვიდეოგადაღებისთის მიუწვდომელ ჩაქცეულ მოლში ან რაქში და აშკარავდება დაზარალებულის რეაქიით. ასეთ შემთხვევაში მოთამაშის განცხადება მტიცებულების მნიშვნელოვანი ნაწილია.

როგორც წესი წერილობითი მომართვის ვადების კონტროლი საითინგ კომისრის მოვალეობაა, თუმცა გუნდის მენეჯერის ხელშეწყობით.

საითინგ კომისარი, როგორც წესი, ეხმარება მოთამაშეებს და გუნდის მენეჯერს წერილობითი მომართვის სრულყოფილად შევსაბაში. თუ შესძლებელია, საითინგ კომისარი უნდა დარწმუნდეს, რომ მოთამაშეთა განცხადებები არ არის სხვის მიერ ნაკარანახევი ტექსტიქტით შედგენილი და გადმოცემულია მხოლოდ მოთამაშის სიტყვებით.

გუნდის ექიმი

ექიმებისთვის სამედიცინო ომების შედგენა ჩვეული საქმიანობაა, ასე რომ გუნდის ექიმისგან სამედიცინო ოქმის დაწერა პრობლემას არ წარმოადგენს. როგორც წესი სამედიცინო ოქმები ხელნაწერია და მასში დეტალურად არის გაწერილი მოთამაშის დაზიანების ხარისხი და სავარაუდო რეაბილიტაციის დრო. სამედიცინო ოქმით შესაძლებელია მოთამაშის განცხადებაში ნახსენებ ინციდენტთან შესაბამისობის დადგენა.

სამედიცინო ოქმებს თან უნდა ერთვოდეს მობილური ტელეფონით გადაღებული ფოტომასალა

დაშავებულის თანაგუნდელები - მოთამაშეთა განცხადებები

მომჩივან გუნდს ჩეუძლია ინციდენტის თვითმხილველებად მოიყვანოს მოთამაშეები რომლებსაც შეუძლიათ ინფორმაციის მოწოდება ინციდენტთან დაკავშირებით. ასეთი განცხადებები მიიღება წერილობითი სახით.