საქმიანობის აღწერა

საითინგ კომისარი შესაძლოა დანიშნული იქნას რაგბის თამაშის ყველა სახეობის მატჩზე ან ტურნირზე. კონკრეტული მატჩის ან ტურნირის სპეციფიურობიდან გამომდინარე, საითინგის დროის ზღვრები შესაძლოა მცირედით განსხვავებული იყოს. ამიტომ, მოთხოვნილი უნდა იქნას დამატებითი ინფორმაცია კონკრეტული მატჩის ან ტურნირის ორგანიზატორებისგან.

საითინგ კომისარი დამოუკიდებელი ოფიციალური პირია, რომელიც დანიშნულია შეჯიბრების ორგანიზატორის, კავშირის, რომლის იურისდიქციის ფარგლებშიც იმართება მატჩ(ებ)ი ან მსოფლიო რაგბის მიერ. საითინგ კომისარი პასუხისმგებელია დააფიქსიროს მოთამაშეების მხრიდან ისეთი თამაშის წესების დარღვევის ფაქტები, რომლებიც იმსახურებენ წითელ ბარათს.

საითინგ კომისრებმა შეუძლია დააფიქსიროს თამაშის წესების დარღვევის ფაქტები, რომლებზეც მსაჯმა ან მისმა დამხმარეებმა მოახდინეს რეაგირება. საითინგ კომისამრა ყურადღებით უნდა გაითვალისწინოს მსაჯის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და მხარი დაუჭიროს მას კონკრეტულ დარღვევასთან მიმართებით და მხოლოდ მაშინ, როდესაც მის მიერ თამაშის შემდეგ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე (რომელიც მსაჯს არ გააჩნდა დარღვევის შეფასების დროს) შეაფასებს დარღვევას როგორც წითელი ბარათის ტოლფასს, იმოქმედოს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში.

საითინგ კომისარს არ შეუძლია დააფიქსიროს ოქმში დარღვევა რომლის გამოც მოთამაშე წითელი ბარათით იქნა გაძევებული მსაჯის მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წითელი ბარათი იყო მოთამაშეზე მეორე ყვითელი ბარათის გაცემის შედეგი. ამ შემთხვევაში საითინგ კომისარს უფლება აქვს შეაფასოს ორივე დარღვევა, რომლებიც ყვითელი ბარათი იქნა შეფასებული მსაჯის მიერ და დასაბუთებულად მოითხოვოს რომელიმე ან ორივე ყვითელი ბარათის წითელ ბარათებად შეფასება.

საითინგ კომისარს შეუძლია საითინგით მოითხოვოს ყვითელი ბარათით დროებით გაძევებული მოთამაშის დარღვევის ხელახალი შეფასება(წითელი ბარათით შეფასება). წითელი ბარათით კონკრეტული დარღვევის შეფასების მოთხოვნა შესაძლებელია, მიუხედავად იმისა იყო თუ არა ამ დარღვევისთვის მოთამაშე დროებით გაძევებული(ყვითელი ბარათით).

გუნდებს შეუძლიათ მიმართონ საითინგ კომისარს სავარაუდო დარღვევის ფაქტების დაფიქსირების მიზნით. ასეთი მიმართვის დროის შუალედი, დგინდება კონკრეტული შეჯიბრების/მატჩის ორგანიზატორების მიერ. საითინგ კომისარს შეუძლია მოითხოვოს ვიდეომასალა მატჩის ტელემაუწყებლებისგან ან გუნდებისგან გამოძიების მხარდასაჭერად. საითინგ კომისარს უფლება აქვს გამოკითხოს დაზარალებული მოთამაშე ან სხვა დარღვევის თვითმხილველი მოწმეები, მოიპოვოს სამედიცინო რეპორტები და სხვა დარღვევასთან დაკავშირებული მტკიცებულებები.

საითინგ კომისრის საითინგი უნდა გადაეგზავნოს წერილობითი ფორმით შეჯიბრების/მატჩის ორგანიზატორების მიერ ნომინირებულ ოფიციალურ პირს ვისი პასუხისმგებლობის ფარგლებშიც იმართებოდა შეჯიბრი/მატჩი რომელშიც მოხდა ინციდენტი. საითინგ კომისრის მიმართვის დროის შუალედს ადგენს კონკრეტული შეჯიბრის/მატჩის ორგანიზატორი. როგორც წესი საითინგის დრო არის მინიმუმ 12 საათი და მაქსიმუმ 48 საათი თამაშის დასრულებიდან. გამონაკლის შემთხვევებში, დროის გახანგრძლივება დასაშვებია შეჯიბრის/მატჩის სადისციპლინო კომისიის/სადისციპლინო ოფიცრის ნებართვით.

საითინგში აღნიშნული მოთამაშე როგორც წესი უნდა დაესწროს სადისციპლინო მოსმენას, მას უფლება აქვს არ დაეთანხმოს საითინგს და საკუთარი არგუმენტაციით და მტკიცებულებეით მოითხოვოს, რომ საითინგი არ იქნას მხადაჭერილი. სადისციპლინო მოსმენის ფორმატს ადგენს შეჯიბრის/ტურნირის/მატჩის ორგანიზატორი. საითინგ კომისარი შესაძლოა დაბარებული იქნას სადისციპლინო მოსმენაზე დამატებითი განმარტებების მიზნით.

ეს მოდული არ მოიცავს სადისციპლინო მოსმენებს. მსოფლიო რაგბი სხვა, კონკრეტული მოდულით აწარმოებს სადისციპლინო ოფიცრების ტრენინგს.