წითელი ბარათის(საითინგის) გადაწყვეტილების მიღება

გასათვალისწინებელი ფაქტორები

მხოლოდ კონკრეტული ფიზიკური ქმედება იშვიათად ხდება საითინგის საფუძველი. საითინგის საფუძველი დროის მოკლე მონაკვეთში ინციდენტის კომპლექსური და მრავალმხრივი შეფასების შედეგია. დარღვევა შეიძლება იყოს წინასწარ განზრახული, გაუფრთხილებელი ან არაკონტროლირებადი(შემთხვევითი) ქმედება კონტაქტურ სპორტში. ინციდენტის განხილვისას მნიშვნელოვანია მის მრავალმხრივი განხილვა და ყველა იმ ფაქტორების შეფასება რომლებიც შესაძლოა კავშირში იყვნენ და განაპირობებდნენ ინციდენტის შედეგს. მაგლითად, ერთი შეხედვით ყველა მაჩვენებელის მქონე თამაშის წესების უხეში დარღვევა, მრავალმხრივი და საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ და თვითონ რაგბის თამაშის ბუნებიდან გამომდინარე შესაძლოა შემთხვევითობის შედეგი იყოს.

თანამედროვე თამაშში მოთამაშეებს იშვიათად აქვთ წინასწარი განზრაძვა ტრავმა მიაყენონ მოწინააღმდეგეს. დისციპლინარული საითინგის ნაწილია სავარაუდო დამრღვევ მოთამაშეს გააჩნდეს უდანაშაულობის პრეზუმფცია, სხვა სიტყვებით, საითინგ კომისარმა უნდა გაითვალისწინოს ყველა ის გარემოება რომელიც რამენაირად მოთამაშის არ დასჯის საშუალებას იძლევა.

სანამ საბოლოო გადაწყვეტილება საითინგის ან გაფრთხილების შესახებ, საითინგ კომისრის პრეროგატივაა, მნიშვნელოვანია ასეთი გადაწყვეტილების თანმიმდევრულობაში დარწმუნება, განსაკუთრებით მიმდინარე შეჯიბრებასთან თავსებადობის დაცვის მიზნით. ამიტომ სავსებით გამართლებულია კოლეგიალურობის ფარგლებში სხვა საითინგ კომისრების აზრის გათვალისწინება კონკრეტულ შემთხვევაზე.

საითინგის გადაწყვეტილება მოითხოვს მასში აღნიშნული ინციდენტის მრავალმხრივ და ყოვლისმომცველ აღწერას ყველა არსებული ფაქტორის თუ წინაპირობის გათვალისწინებით, რათა სადისციპლინო კომისიას/ოფიცერს შეექმნას ყველა საჭირო საფუძველი საითინგის მხარდაჭერის და შემდგომი რეაგირებისთვის. ქვემოთ ჩამოთვლილი სპეციფიური ფაქტორების და მათი ერთობლიობის გათვალისწინებით შესაძლებელია თამაშის წესების დარღვევის სერიოზულობის დონის განსაზღვრა.

მიმანიშნებელი ფაქტორების სია არ არის სრული და ყოველი კონკრეტული შემთხვევა განხილული უნდა იქნას ინდივიდუალური მიდგომით. ინციდენტის შესწავლისას შესაძლოა გაირკვეს ისეთი ფაქტორები რომელთა გათვალისწინება უფრო ნათელს გახდის საეთო სურათს.

სახიფათო თამაშის კონკრეტული მაგალითები და სცენარები რომლებიც საითინგის საფუძველს ქმნიან დაყოფილია შესაბამის კატეგორიებად. სახიფათო თამაშის კონკრეტული მაგალითები მათი სიმძიმის მნიშვნელობიდან გამომდინარე ნულოვანი ტოლერანტულობით განიხილება.

წესი 9 - ბინძური თამაში

9.11 მოთამაშის ქმედება არ უნდა იყოს გაუფრთხილებელი ან სახიფათო სხვებისთვის

ან ნებისმიერი ქცევა რომელიც არ არის აღწერილი სხვა დარღვევებში და გაუფრთხილებელი ან სახიფათოა სხვებისთვის.

9.12 კბენა :
  • კბილების კვალი/შესივება(სიწითლე) დაზარალებულის სხეულზე
  • რამდენად მიმდებარედ იყო დაშავებული სხეულის ნაწილი დამრღვევის პირთან (ვიდეო)
  • შესაძლებელი იყო თუ არა კბენა ყოფილიყო შემთხვევითი - მაგ. დაშავებულის ხელი მოხვედრილიყო ღია პირში.
  • ეკეთა თუ არა კბილების დამცავი(კაპი) ინციდენტისას
  • ნულოვანი ტოლერანტობა თუ კბენა შეფასდა როგორც წინასწარ განზრახული
9.12 კონტაქტი თვალში/თვალის არეში :
  • თვალის გუგაზე განხორციელებული წნეხი(დაწოლა) თითებით
  • თვალის გუგის ან თვალის ბუდის ნებისმიერი დაზიანება
  • ხელის/თითების სახეზე კონტაქტის ხანგრძლივობა
  • კონტაქტი იყო ასხლეტილი (ხელი გასცდა სახეს)
  • ნულოვანი ტოლერანტობა, თუ თითით იყო თვალის ამოთხრის მცდელობა.
9.12 სახეში დარტყმა ან დარტყმა
  • სახეში დარტყმის რაოდენობა - მრავალჯერადი სახეში დარტყმა ან დარტმა, მნიშვნელოვნად უფრო სერიოზულია
  • სპონტანური(თამაშის პირველი შერკინება) ან უფრო ცინიკური
  • დაზარალებული მოთამაშის დაუცველობა მაგ. უკნიდან დარტყმა
  • სხვა მოთამაშეების რეაქცია
  • დარტყმის წერტილი(თავი ან სხვა) და დაშავებულის ტრავმა
  • აშკარა სამაგიეროს გადახდა
  • ღია ხელის მტევნით თუ შეკრული მუშტით
  • რა ძალა იქნა გამოყენებული - რამდენად ეფექტური იყო დარტყმა
  • სხვების ჩართულობა ინციდენტში

მაგალითი(სცენარი) :

  • უმიზეზო დარტყმა თავში, თირკმელებში ან საზარდულის არეში ოპონენტისთვის ამ გზით ტრავმის მიყენება
  • პროვოცირებული დარტყმა თავში, ოპონენტისთვის სამაგიეროს გადახდა
ჩაწიხვლა ან გათელვა
  • კონტაქტების რაოდენობა
  • თავში ან თავის მიმდებარედ
  • მსხვერპლის ტრავმა
  • ბურთის მდებარეობა დამრღვევის ბუცთან
  • ბურთის განთავისუფლების ლეგიტიმური მცდელობა
  • გამიზნულად მუხლში/კოჭში
  • ბუცის მორჩების(შიპების) მიმართულება კონტაქტის დასრულებისას
  • რა ძალა იქნა გამოყენებული

მაგალითი(სცენარი) :

  • ტრავმის გამომწვევი კონტაქტი თავში, საზარდულის არეში ან სახსრებში
  • მრავლობითი ჩაწიხვლა
  • წინდაუხედავი ე.წ. „მთასვლელის აცოცება“
ფეხის დარტყმა
  • ცდილობდა თუ არა მოთამაშე ფეხით ბურთის დარტყმას
  • საშიშროების ხარისხი
  • იყო თუ არა დაზარალებულის მხრიდან მოულოდნელი კონტაქტში ჩართვა
  • კონტაქტის ადგილი
  • გამოყენებული ძალა

მაგალითი(სცენარი) :

  • ნებისმიერი ფეხით დარტყმა ითვლება სახიფათოდ
  • ფეხის დარტყმა ბურთზე, როდესაც ბურთი ოპონენტის თავთან არის შეხებაში
9.12 ფეხის გამოდება
  • ცუდად დადგმული ფეხის გამო რეფლექსური ქმედება
  • ფეხის გამოდებისას გამოყენებული ძალა
  • უფრო ფეხის დარტყმა იყო ვიდრე ფეხის გამოდება
  • რა სიჩქარით მოძრაობდა ფეხის გამოდების დროს დაზარალებული? - და ამის შედეგად რა ძალის იყო შეჯახება

მაგალითი(სცენარი) :

  • განზრახული ფეხის ჩატოვება მოწინააღმდეგის შესაჩერებლად რომლის შედეგად მან ტრავმა მიიღო
9.13 სახიფათო ბოჭვა :

ბურთიანი/უბურთო მოთამაშის კისრის მოგრეხვა

  • შეკრული ხელები ძალის გასაძლიერებლად
  • ხელების შემოხვევის დრო (გრძელდებოდა თუ არა უწყვეტად 3 წამი და მეტი)
  • გამოყენებული ძალა მსხვერპლის მიმართ
  • კისერზე ზეწოლის ძალა - მოგრეხვა და მოქაჩვა
  • მოგრეხვის და მოქაჩვის დადგენა (მნიშვნელოვანია წითელი ბარათის ტოლფასი ზღვრის დასადგენად)
  • დაზარალებულის რეაქცია/დისკომფორტი
  • მსხვერპლის ტრავმა (რა გავლენა მოახდინა დაზარალებულის მდგომარეობაზე)
  • სერიოზული ტრავმის რისკი გამოყენებული ძალის/კუთხის მიხედვით
  • დააგდო თუ არა მოთამაშემ ოპონენტი კისრის მოგრეხვის/მოქაჩვის შედეგად
  • თავის ან კისრის სერიოზული ტრავმის რისკი

მაგალითი(სცენარი) :

  • ხელ(ებ)ის კისერზე მოხვევის და მოგრეხვის/მოქაჩვის ძალა რომელიც კისერს დაადგა
  • უწვეტი „ხრჩობის“ დრო რა დროსაც შეზღუდული იქნა ჰაერის ან სისხლის მიწოდება, აშკარა სტრესის ქვეშ მყოფი ოპონენტისთვის.
9.13 მაღალი ბოჭვა :

თავში კონტაქტის პროცესი.

პროცესი ემსახურება მოთამაშეთა თავის, კისრის და ყელის არის დასაცვას

პროცესი შეიძლება გამოყენებული იქნას :

  • მაღალი ბოჭვის შემთხვევაში
  • მხრით დარტყმის შემთხვევაში
  • სახიფათო გასუფთავების(გადაყრის) შემთხვევაში
  • თავით თავში შეჯახების შემთხვევაში
  • გამართული(წინ მიმართული) იდაყვით /მკლავით კონტაქტის შემთხვევაში

იხილეთ წესი

იხილეთ სახელმძღვანელო

9.17 ჰაერში(ნახტომში) მყოფი მოთამაშის ბოჭვა/კონტაქტი
  • გააჩნდათ თუ არა ორივე მოთამაშეს ბურთის დაუფლების რეალური შესაძლებლობა
  • სად იყო ბურთი კონტაქტის დროს
  • რა მიმართულებით იყურებოდნენ მოთამაშეები
  • იყო თუ არა მოთამაშის ნახტომი ბურთის დაუფლების მცდელობის გარეშე
  • შეახტა თუ არა მოთამაშე ოპონენტს რომელიც ბურთის მიღებას ელოდებოდა
  • შეეძლო თუ არა მდევარს შეჯახების თავიდან აცილება
  • შეეძლო თუ არა მბოჭავს გვიანი კონტაქტის თავიდან აცილება
  • რამდენად რეალური იყო ოპონენტთან კონტაქტის მცდელობა
  • როგორ(სხეულის რა ნაწილით) დაეცნენ მოთამაშეები
  • ჰქონდა თუ არა მიწასთან თავით კონტაქტს ადგილი

მაგალითი(სცენარი) :

  • ბურთის დაუფლების არარეალისტურ მდგომარეობაში მყოფი მოთამაშის კონტაქტი რამაც გამოიწვია ოპონენტის სახიფათო ვარდნა
  • ამხტარი მოთამაშის ბუცის მორჩების(შიპების) კონტაქტი ოპონენტის თავის არეში
9.18 შუბური ბოჭვა
  • შებოჭილის ფეხები აწეულია ჰორიზონტალურ ხაზს მაღლა
  • დაზარალებულს ფეხები ჯერ კიდევ ჰაერში ჰქონდა როდესაც თავით/მხრით დაეცა მიწაზე
  • იყო თუ არა მბოჭავის მხრიდან ოპონენტის უსაფრთხოდ დაშვების მცდელობა
  • დაზარალებული მოთამაშე ძალის გამოყენებით დაანარცხეს მიწას
  • ბოჭვის საწყისი კონტაქტის წერტილი იყო მუხლებს ქვემოთ
  • დაზარალებულის სხეულის რა ნაწილით მოხდა მიწასთან კონტაქტი
  • სწორი ბოჭვა გაფუჭდა ან თავიდანვე არასწორი ბოჭვა იყო
  • დაასრულა მოთამაშემ უშეცდომო ბოჭვა ?
  • დაზარალებული ბოჭვისას გადავარდა უკან, დაცემის შემსუბუქების მცირე შესაძლებლობით
  • თუ ბოჭვაში ჩართულია ორი მოთამაშე, ოპონენტის ფეხების ამწევი ითვლება დამრღვევად

მაგალითი(სცენარი) :

  • მოთამაშე შებოჭეს, აწიეს მაღლა, მისი ფეხები აწეულია ჰორიზონტალურ ხაზს მაღლა, დაანარცხეს მიწაზე ისე, რომ მისი თავი/მხრები პირველი შეეხო მიწას, არ ყოფილა შებოჭილის უსაფრთხოდ დაშვების მცდელობა
9.25 ფეხის დამრტყმელზე გვიანი შეჯახება
  • გამთამაშებელის (#9/#10/ პირველი უკანახაზელი) დათრგუნვის მცდელობა
  • შეეძლოთ თუ არა მათ კონტაქტის არიდება
  • რამდენად ლეგიტიმური იყო ბურთზე თამაშის უფლება
  • რამდენად გვიანი იყო კონტაქტი
  • ძალიან გვიანი მხრით დაჯახება გამთამაშებელზე, რომელიც არ ელოდა კონტაქტს, მიიღო ტრავმა

მაგალითი(სცენარი) :

  • გვიანი შეჯახება ფეხის დამრტყმელზე, ძალისმიერი კონტაქტი თავში

9.27 მოთამაშე არ უნდა მოიქცეს არასპორტულად

9.27 შეფურთხება
  • ნულოვანი ტოლერანტობა, სანამ არ დადგინდება რომ ქმედება იყო აშკარად შემთხვევითი
9.27 თმის მოქაჩვა/თმით გამოთრევა
  • გრძელი თმის ბოლოებით დაჭერა/მოქაჩვა/გამოთრევა
  • დამრღვევმა თმას ხელი გაუშვა დაუყონებლივ ან დროულად
  • მბოჭავი დაეცემისას აგრძელებდა ოპონენტის თმებზე მოჭიდებას, მაგრამ გაუშვა ხელი დაუყონებლივ

მაგალითი(სცენარი) :

  • თმებზე ჩაჭიდება გრძელდებოდა დიდხანს ( 3 წამი და მეტი), რის შემდეგაც ოპონენტი დაეცა მიწაზე თავის და კისრის დაზიანების მაღალი რისკით.
9.27 გენეტალიების (ქალი მორაგბეების შემთხვევაში მკერდის) მოქაჩვა, მოგრეხვა, მოჭყლეტა
  • ნულოვანი ტოლერანტობა (როგორც წესი) სანამ არ დადგინდება რომ ქმედება იყო შემთხვევითი

9.28 მატჩის ოფიციალურ პირთა შეურაცხყოფა

9.28 მოთამაშემ არ უნდა გამოიჩინოს უპატივისმცემლობა მატჩის ოფიციალურ პირთა ავტორიტეტის მიმართ
  • ნულოვანი ტოლერანტობა
მატჩის ოფიციალური პირების სიტყვიერი შეურაცხყოფა
  • ნულოვანი ტოლერანტობა
9.28 მუქარის შემცველი ქმედება ან სიტყვები მატჩის ოფიციალური პირების მიმართ
  • ნულოვანი ტოლერანტობა
9.28 მატჩის ოფიციალურ პირებთან ფიზიკური კონტაქტი
  • ნულოვანი ტოლერანტობა, ნებისმიერი სახის ფიზიკური შეურაცხყოფა მიუღებელია და საჭირობს უმკაცრეს რეაგირებას სანამ არ დადგინდება, რომ კონტაქტი იყო აშკარად შემთხვევითი.

შენიშვნა: დარღვევის ბუნების აღწერისას საითინგ კომისარს მართებს ზუსტად მიუთითოს რომელი წესის საწინააღმდეგოდ იმოქმედა დარმრღვევმა, რაც გახდა საითინგის საფუძველი. რადგან ყველა წესის დარღვევას გააჩნია შესაბამისი სპეციფიური სანქცია მე-9 წესის დარღვევათა ცხრილში(მაგალითად მსაჯის შიტყვიერი შეურაცხყოფა/კონტაქტი, კბენა, თვალის ამოთხრის მცდელობა, შეფურთხება და სხვა მსგავსი.) იხილეთ დანართი 2