საითინგ კომისრის გაფრთხილება

საითინგ კომისრის გაფრთხილება მნიშვნელოვანი სანქციაა მოთამაშისთვის და გუნდებისთვის. მოთამასესთან მიმართებაში საითინგ კომისრის გაფრთხილება მსაჯის მიერ გამოყენებული ყვითელი ბარათის ტოლფასია. ეს ნიშნავს, რომ საითინგ კომისრის გაფრთხილების და ყვითელი ბარათების დადგენილი რაოდენობით აკუმულირება ტურნირის განმავლობაში სადისციპლინო საქმისწარმოების საფუძველია.

საითინგ კომისრის გაფრთხილების უფლებამოსილება განმარტებულია მე-17 რეგულაციით:

17.9.3 საითინგ კომისრები უფლებამოსილები არიან გასცენ „საითინგ კომისრის გაფრთხილება“ მოთამაშეებზე, რომლებმაც მათი აზრით დაარღვიეს თამაშის წესები და იმსახურებდნენ დროებით გაძევებას მოედნიდან(ყვითელი ბარათი) ან წითელ ბარათს მაგრამ ეს, სათამაშო გარემოებების გამო, არ/ვერ იქნა გათვალისწინებული მსაჯის მიერ.

საითინგ კომისრის გაფრთხილება არ იძლევა იმ (საითინგ კომისრის შეხედულებით) შეცდომის გამოსწორების საშუალებას, რომელიც მსაჯმა დაუშვა.

იმის გათვალისწინებით, რომ საითინგ კომისრის გაფრთხილება ეხება მხოლოდ თამაშის წესების დარღვევას, ესეთი გაფრთხილება შედის მოთამაშის სადისციპლინო ისტორიაში როგორც მხარდაჭერილი საითინგების, ასევე ყვითელ და წითელ ბარათებთან ერთად. მოთამაშის მიერ მიღებული საითინგ კომისრის გაფრთხილებების რაოდენობა, გავლენას ახდენს სადისციპლინო გადაწვეტილებებზე და ამიტომაც მნიშვნელოვანია ზემოაღნიშნული, 17.9.3, რეგულაციით ხელმძღვანელობა.

„საითინ კომისრის გაფრთხილების“ გადაწყვეტილების მიღება უნდა ექვემდებარებოდეს ლოგიკას:

  • თავდაჯერებულობა ინციდენტის პირველადი შეფასების დროს მატჩის საითინგ კომისრის როლში, საითინგ კომისარს გააჩნია მოედანზე მომხდარი ინციდენტის შენიშვნის და გადახედვის საშუალება. ეს შესაძლებლობა ეხმარება საითინგ კომისარს განსაზღვროს საჭიროებს თუ არა ინციდენტი შემდგომ გამოძიებას. „საითინ კომისრის გაფრთხილების“ გადაწყვეტილების მიღებისას საჭიროა თვითდაჯერებულობა რომ(დაკვირვებიდან გამომდინარე) დარღვევა წითელი ბარათის ტოლფასია.
  • ინციდენტების თამაშის შემდეგ გადახედვა. თამაშის შემდეგ, საითინგ კომისარს შეუძლია გადახედოს ვიდეოჩანაწერს და ამოარჩიოს მისთვის საინტეროსო ვიდეომასალა, რაც შესაძლებლობას იძლევა უკეთესად შეაფასოს კონკრეტული ინციდენტის უკეთ შეფასებაში და ეხმარება საითინგ კომისარს შემდეგი გადაწყვეტილების მიღებაში. ამ დროს საითინგ კომისარმა შეიძლება აღმოაჩინოს, რომ ინციდენტი, რომელიც თავდაპირველად მან შეაფასა როგორც სერიოზული, არ არის საკმაოდ მძიმე საითინგისთვის ან მასში წვლილი შეიტანეს სხვა მოთამაშეებმაც. მაგალითისთვის
    • მაღალი ბოჭვის შემთხვევაში, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ თავში შეჯახება არ იყო ძალისმიერი, მაგრამ ბოჭვა მაინც იყო გვიანი და მხრების ხაზს მაღლა
    • შუბური ბოჭვის შემთხვევაში, შესაძლებელია აღმოჩნდეს, რომ სხვა ან თავად შებოჭილმა მოთამაშემ იმოქმედეს არასწორი ბოჭვის შესრულებაზე და მის შედეგზე. შედეგად ძალიან ძნელი დასადგენია, რომ დამრღვევი მოთამაშე იყო დარღვევის ერთადერთი ავტორი, ან
    • იგივე შუბური ბოჭვის შემთხვევაში, მოთამაშე უკვე იყო შებოჭილი და თამაშის გასაგრძელებლად ან ბურთის თანაგუნდელისთვის გადასაცემად, თავად შეიცვალა სიმაღლე და მოდგომარეობა მბოჭავის მიმართ, რითაც ხელი შეუწყო მაღალი ბოჭვის შესრულებას.
  • წითელი ბარათის ტოლფასი ქმედების ხელმეორედ გადამოწმება. საითინგ კომისრის პირველადი რწმენა, რომ ინციდენტი იყო წითელი ბარათის ტოლფასი, მისი ხელმეორედ გადამოწმების დროს, შესაძლოა არ აღმოჩნდეს სრულად დამაჯერებელი სხვადასხვა ფაქტორების გამო, მაგრამ თვითონ ინციდენტი კვლავ ატარებდეს დაზარალებული მოთამაშისთვის რისკის შემცველ ხასიათს. სწორედ ასეთი შემთხვევებისთის არსებობს „საითიგ კომისრის გაფრთხილება“.

შენიშვნა ასეთი მსჯელობა არ მუშაობს უკუმიმართულებით, ანუ, საითინგ კომისრის მიერ ინციდენტის პირველადი შეფასება უნდა იყოს უფრო მძიმე (წითელი ბარათის ტოლფასი) „საითინგ კომისრის გაფრთხილების “გასაცემად.