ინფორმაცია ადმინისტრატორებისთვის

ეს ნაწილი არის ადმინისტრატორებისა და ოფიციალური პირებისთვის, რომლებიც შეიმუშავებენ და/ან გაატარებენ პოლიტიკას, რათა მოამზადონ კლუბები მოთამაშეების დასაბრუნებლად მიმდინარე PST ღონისძიების განხორციელების პირობებში. დაბეჯითებითი რჩევაა კავშირების, შეჯიბრებებისა და კლუბების მიმართ, რომ შექმნან წერილობითი პოლიტიკის დოკუმენტები და ოპერაციული ინსტრუქციები. ამგვარი პოლიტიკის დოკუმენტები და პროცედურები უნდა შეესაბამებოდეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მეთოდურ რეკომენდაციებს, და ასევე მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გამოცემულ ადგილობრივ კანონებს და COVID-19-ის სპეციფიკურ პოლიტიკის დოკუმენტებს. წინამდებარე ძირითად დოკუმენტს თან ახლავს ჯანმოს რამდენიმე დამხმარე დოკუმენტი, რომლებიც სასარგებლოა მოთამაშისა და პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.(3,9-11) ასევე თანდართულია საოპერაციო ინსტრუქციების დოკუმენტი (დანართი 2), რომელიც ითვალისწინებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შესაბამისი სტრატეგიის ნიმუშს, ვარჯიშში, თამაშსა და შეჯიბრებაში დაბრუნების მართვისთვის.

კავშირები, შეჯიბრებები და კლუბები უნდა აცნობიერებდნენ მოთამაშეების ვარჯიშსა და თამაშში დაბრუნების ნებართვასთან დაკავშირებულ რისკებს. ჯანმოს მასობრივი თავშეყრის რისკის შეფასება(9) და საზომი ინსტრუმენტი(10) სპორტული ფედერაციებისთვის წარმოადგენს ორგანიზაციის მზადყოფნის სასარგებლო ზომებს მასპინძელი გუნდისა და, საბოლოოდ, მატჩებისთვის.