საერთაშორისო თამაშებზე მგზავრობა

თუ კავშირში შემავალი კლუბები წარმატებით გამართავენ ადგილობრივ თამაშებს და მოხდება PST ღონისძიებების შემდგომი შემცირება, თამაშებისთვის შეზღუდული საზღვარგარეთ გამგზავრება შეიძლება განხილულ იქნეს ადგილობრივ ჯანდაცვის და/ან სამთავრობო უწყებებთან, შეჯიბრებებთან, მასპინძელ კავშირებთან და მოთამაშეთა წარმომადგენლებთან.

პრაქტიკულად, ორივე ქვეყნის გუნდს დასჭირდება სასაზღვრო კონტროლის ზომების შემცირება სტუმარი გუნდებისა და მოთამაშეების შესასვლელად, რაც მოითხოვს სასაზღვრო და საკარანტინო შეზღუდვების შემცირებას. ამის მაგალითია მიმდებარე ქვეყნებში გამგზავრება მსგავსი სასაზღვრო კონტროლისა და საკარანტინო ღონისძიებების პირობებში.

საშეჯიბრო თამაშები უფრო შორი მგზავრობით, საკონტინენტთაშორისო მგზავრობის ჩათვლით, სავარაუდოდ განხორციელდება იმ ქვეყნებს შორის, სადაც მგზავრობისა და საკარანტინო შეზღუდვები სხვადასხვა ეტაპზე იქნება. ამ გარემოებებში, შეზღუდვები შეიძლება მოიცავდეს ორგანიზებულ გუნდურ კარანტინს ქვეყანაში ჩასვლისთანავე. ადმინისტრატორებმა მხედველობაში უნდა მიიღონ შემდეგი:

  • დარწმუნდით, რომ კლუბს ესმის და აქვს სათანადო დაზღვევა, რათა დაფაროს მოთამაშეების ან სხვა პერსონალის ფინანსური და სხვა ხარჯები დაავადებისა და რეპატრიაციის საჭიროების შემთხვევაში;
  • წინასწარ დარწმუნდით, რომ ორივე ქვეყნის კავშირები, კლუბები, შეჯიბრებები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტები შეთანხმებულები არიან იმის შესახებ, თუ რა ზომების გატარებაა იქნება საჭირო, თუკი მოთამაშე ან პერსონალი თავს შეუძლოდ იგრძნობს მოგზაურობის პერიოდში ან მატჩის დროს. გასაგებად რომ ვთქვათ, ადგილობრივმა ან ავიაკომპანიის პოლიტიკამ შეიძლება შეაფერხოს მგზავრობა და უნდა შემუშავდეს ალტერნატიული შეთანხმებები;
  • მატჩისთვის გაფრენის და უკან გამოფრენის დროს მგზავრობის თითოეულ ეტაპზე შეძლებისდაგვარად უზრუნველყავით უსაფრთხოების კონტროლის დასწრაფებული გავლა და გამგზავრებამდე გამოსაყენებელი ცალკე მოსაცდელი ოთახის გამოყოფა.