ეტაპობრივი დაბრუნება რაგბიში

  • რაგბის თამაშში დაბრუნება დამოკიდებულია თქვენი მთავრობის მიერ თითოეული PST ზომის შემცირებაზე.
  • PST ღონისძიებებისგან გათავისუფლება ეტაპობრივად იწარმოება და ეს დამოკიდებული იქნება ადგილობრივ ფაქტორებზე, როგორებიცაა ჯანდაცვის სისტემის უნარი, ინფექციის პიკის სიმძიმე და იმუნიტეტის დონე.
  • შესაძლებელია, რომ PST ღონისძიებების შემცირებამ ინფექციის შემთხვევების მატება გამოიწვიოს, რაც მოითხოვს PST ღონისძიების შემდგომ ხელახლა გატარებას.
  • იმისთვის, რომ ყოველ რაგბის კავშირს მიეხმარონ თამაშში დაბრუნებაში, მსოფლიო რაგბიმ მოკრიბა PST ღონისძიებების მონაცემები მსოფლიოს 78 წევრი კავშირისაგან. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, რჩევაა თითოეული კავშირისთვის, რომ განიხილონ მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად (რომელიმე PST ღონისძიების მოხსნის წინა ეტაპზე) თითოეული PST ღონისძიების კავშირი ვარჯიშის სხვადასხვა დონესა და რაგბის თამაშთან. მიზანია გავუძღვეთ კავშირებს, შეჯიბრებებსა და კლუბებს საშეჯიბრო რაგბიში დაბრუნების პროცესში მთავრობების მითითებების ჩარჩოებში.
  • ქვემოთ მოცემულ ნაწილებში განვიხილავთ რაგბის ვარჯიშსა და თამაშში ეტაპობრივი დაბრუნების სტრუქტურას, მაგრამ ჰიგიენის და სოციალური დისტანცირების ძირითადი პრინციპები ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
  • თქვენი კავშირი და კლუბი შეიმუშავებენ კონკრეტულ პოლიტიკის დოკუმენტებს, რომელიც დაფუძნებული იქნება ქვემოთ მოცემული სეგმენტების სტრუქტურაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ გააგრძელოთ დოკუმენტის კითხვა, რომელიც მიმართულია იმ ზომებისკენ, რომლებიც კავშირებმა, შეჯიბრებებმა და კლუბებმა უნდა გაატარონ, რათა შეძლონ ვარჯიშსა და თამაშში დაბრუნება ისე, რომ მინიმუმამდე შეამცირონ რისკები. დანარჩენი დოკუმენტი მოიცავს ნაწილს, რომელიც ეძღვნება მოთამაშეებს, მწვრთნელებსა და პერსონალს და ნაწილს, რომელიც განკუთვნილია ადმინისტრატორებისთვის.