ნიღბების როლი

  • საზოგადოებაში ნიღბების გამოყენების მეთოდური რეკომენდაციები მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვადასხვა ქვეყნებს შორის.(3) ადრეული მითითებების მიხევით არ იყო საჭირო ნიღბების ტარება. თუმცა, მრავალი ქვეყანა მეტად და მეტად უჭერს მხარს მათ გამოყენებას, განსაკუთრებით იმის გამო, რომ გაიზარდა მათი მიწოდება. გარდა ამისა, სულ უფრო დიდი მხარდაჭერა აქვს თვითნაკეთ (ქსოვილის) ნიღბებს.(4,5)
  • ჯანმოს უკანასკნელი რეკომენდაციების მიხედვით მოთამაშეებმა არ უნდა იხმარონ ნიღბები აერობული ვარჯიშების დროს, რადგან ამან შეიძლება დააქვეითოს მათი კომფორტულად სუნთქვის შესაძლებლობა.
  • ქირურგიულ ან N95 ნიღბებს შეუძლია თავიდან აგვაცილოს დაინფიცირება და დაავადების გავრცელება. თუმცა, ასეთი ხარისხის ნიღბების მომარაგება მცირეა და ამიტომ გათვალისწინებული უნდა იყოს ჯანდაცვის თანამშრომლებისათვის.
  • ინფიცირებული პირი შეიძლება გადამდები იყოს სიმპტომების გამოვლენამდე 2 დღით ადრე. ზოგს იმდენად სუსტად გამოხატული სიმპტომები აქვს, რომ არც კი იცის, რომ ინფიცირებულია. უკანასკნელი კვლევების ვარაუდით დაავადების გადაცემის მრავალი შემთხვევა ხდება მაშინ, როცა ინფექციას ავრცელებს უსიმპტომო ინფიცირებული. არის მზარდი სამეცნიერო მტკიცებულება, რომ ნიღბების რუტინული გამოყენება მაშინ, როცა ახლო ურთიერთობა გარდაუვალია, არის სასარგებლო, ხარჯ-ეფექტური ნაბიჯი, რომელიც გვაჩვენებს, რომ თქვენ და თქვენი კლუბი აკეთებთ ყველაფერ შესაძლებელს იმისთვის, რომ მოახდინოთ დაავადების გავრცელების პრევენცია.
  • ქსოვილის ხელნაკეთი ნიღბები ხელს უშლის წვეთების გავრცელებას ხმამაღალი ლაპარაკის, სიცილის, ხველების და ცემინების დროს. ისინი ასევე იცავს მომხმარებლებს სახეზე შეხებისაგან, რითაც ამცირებს ზედაპირთან კონტაქტის საშუალებით დაავადების გავრცელებას.
    • ქსოვილის ნიღბის დანიშნულება არის სხვა ადამიანების დაცვა, თუ თქვენ ინფიცირებული ხართ.
    • თქვენ უნდა განაგრძოთ რეკომენდებული სოციალური დისტანციის შენარჩუნება. ქსოვილის ნიღაბი არ ცვლის სოციალურ დისტანცირებას.
    • თუ თქვენ იცით ან გგონიათ, რომ ინფიცირებული ხართ, თქვენ არ უნდა იხმაროთ ნიღაბი იმისთვის, რომ გახვიდეთ გარეთ ან შეუერთდეთ გუნდს. თქვენ უნდა დარჩეთ სახლში და დაუკავშირდეთ თქვენი გუნდის ექიმს ან ოჯახის ექიმს.
    • რჩევაა, იხმაროთ ნიღბები დახურულ სივრცეში ჩატარებული აქტივობების დროს, როგორებიცაა შეხვედრები ან ექიმთან ვიზიტი. მაგრამ მისი ხმარება ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული მაშინ, როცა ვერ ხორციელდება სოციალური დისტანცირების დაცვა, მაგ. სავარჯიშო დარბაზში განხორციელებული ზოგიერთი აქტივობების დროს.