პირადი რისკი

  • რეგულარული ვარჯიში სასარგებლოა თქვენი იმუნური სისტემისთვის. გახანგრძლივებულმა, მაღალი ინტენსივობის ვარჯიშმა შეიძლება დაასუსტოს იმუნური სისტემა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანი არ არის მიჩვეული ასეთი მაღალი დონის აქტივობას. ამიტომ, სპორტსმენებში COVID-19 ინფექციის პოტენციურად გაზრდილი მგრძნობელობაა. ეს რისკი სავარაუდოდ, მცირეა და თუ მივუდგებით პრაქტიკულად, თუ მოთამაშეები არ გადააჭარბებენ ნორმალურ სავარჯიშო დატვირთვებს, ისინი აღარ იქნებიან უფრო მაღალი რისკის ქვეშ, ვიდრე უვარჯიშებელი მოსახლეობა.
  • ისინი, ვისაც აქვთ თანმხლები დაავადებები, მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა დაავადება, რესპირატორული დაავადება, დიაბეტი და კიბოს ზოგიერთი ფორმა, უფრო მეტად ზარალდებიან COVID-19-ით. იგივეა უფრო ასაკოვანი პაციენტებისთვისაც (>60 წ) და ბი წონა აქვს (BMI >40). როგორც ჩანს, ერთ-ერთ ფაქტორად ასევე მოისაზრება რასა და ეროვნება. დიდ ბრიტანეთში შავი და აზიური რასის და მცირერიცხოვანი ეროვნებების ხალხს უფრო მეტი ალბათობით აღენიშნებათ ჯანმრთელობის პრობლემები COVID-19-ის გადატანის შემდეგ, ვიდრე სხვა მოსახლეობას. მსგავსი ტენდენცია იკვეთება აშშ-შიც.
  • სპორტსმენები თანმხლები დაავადებების გარეშე არ მიიჩნევიან მოწყვლად ჯგუფად,თუმცა მათი ოჯახის წევრები შესაძლოა იყვნენ. ეს გარემოება მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, როცა ვადგენთ თუ ვინ განეკუთვნება რისკის ჯგუფებს ვარჯიშში და თამაშში დაბრუნებისას.
  • მოთამაშეები, რომლებსაც აქვთ COVID-19 ინფექცია, უნდა გავიდნენ თვითიზოლაციაში 7 დღის განმავლობაში და არ ჩაერთონ ვარჯიშში 14 დღის მანძლზე ან სანამ მათი სიმპტომები არ ალაგდება. (1) სიმპტომების ალაგების შემდეგ მათ უნდა გაიარონ კონსულტაცია გუნდის ექიმთან ან ოჯახის ექიმთან, რათა მიიღონ აქტივობაში დაბრუნების ნებართვა.
  • ჩინეთიდან და იტალიიდან მიღებული ინფორმაცია აჩვენებს, რომ ჰოსპიტალიზირებული პაციენტების 20%-ს აქვს გულის დაავადებები – სავარაუდოდ, მიოკარდიტი (გულის კუნთის ანთება). შესაძლოა, ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ საჭირო გახდეს კარდიოლოგიური შემოწმება სპეციალისტის მიერ.(6-8)
  • თუ გადარდებთ COVID-19 ინფექციის შემდეგ ვარჯიშთან დაკავშირებული საკითხები, უნდა განიხილოთ ეს თქვენი გუნდის ექიმთან ან ოჯახის ექიმთან.
  • მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ საექიმო გუნდმა და მოთამაშეებმა უნდა იმუშაონ ერთად, რათა გამოიკვეთოს ყოველი და ყველა ის დამატებითი ფაქტორი, რომელიც დაასრულებს მთლიანი რისკის მონახაზს მოთამაშისთვის. რეკომენდებულია რისკის ჟურნალის წარმოება, რათა ჩანიშნულ იქნეს ეს ფაქტორები, რაც უნდა მოიცავდეს შემდეგს:
    • მოთამაშის ჯანრთელობის ნებისმიერი პათოლოგიური მდგომარეობა, როგორიცაა ასთმა ან ალერგია.
    • COVID-19 ინფექციის ჩანაწერები, კარდიოლოგიური ან რესპირატორული მეთვალყურეობის საჭიროება, და თუ რა ზეგავლენას იქონიებს ეს თამაშში დაბრუნებაზე.
    • ცხოვრობს თუ არა მოთამაშე მოწყვლად ან “თავშეფარებულ” პირებთან ერთად.
    • ცხოვრობს თუ არა მოთამაშე “მოწინავე ხაზის” ან პირველადი დახმარების მუშაკებთან ერთად.