COVID-19 - თამაშში დაბრუნების გაცნობიერება მწვრთნელებისა და მოთამაშეებისთვის

ეს არის მსოფლიო რაგბის მიერ შემუშავებული რესურსი, რათა დაეხმაროს ყველას რაგბის საზოგადოებაში COVID-19-ის პანდემიის დროს და უზრუნველყოს რაგბის აქტივობებში უსაფრთხო დაბრუნება.

პირველი ნაწილი აწვდის ზოგად ინფორმაციას რაგბის ოჯახის ყველა წევრს, ხოლო მეორე ნაწილში მოცემულია უფრო მეტად სპეციფიკური ინფორმაცია მოთამაშეების, მწვრთბნელებისა და დამხმარე პერსონალისთვის.

ორივე ნაწილის ბოლოს არის გაცნობიერების მარტივი ტესტები, რომლებიც ამოწმებს გავლილი თემის გაგების დონეს.

ამ მოდულების დასრულება დაეხმარება პიროვნებას იმის ჩვენებაში, რომ იგი მზად არის ვარჯიშში და თამაშში დასაბრუნებლად.