პირველი განახლების შესავალი

ეს არის მსოფლიო რაგბის 2020 წლის აპრილში შექმნილი თამაშში დაბრუნების დოკუმენტის განახლება. მიუხედავად იმისა, რომ შინაარსის დიდი ნაწილი არ შეცვლილა, არის მნიშვნელოვანი განახლებები სიმპტომების, ნიღბების გამოყენების, ტესტირების, გადადების მაღალ-რისკიანი კონტაქტური სიტუაციებისა და პერსონალის პირადი დამცავი საშუალებების (პდს) გამოყენების მხრივ ვარჯიშისა და თამაშის დროს. 

 

ეს არის მსოფლიო რაგბის მიერ შემუშავებული რესურსი, რათა დაეხმაროს ყველას რაგბის საზოგადოებაში COVID-19-ის პანდემიის დროს და უზრუნველყოს რაგბის აქტივობებში უსაფრთხო დაბრუნება. პირველი ნაწილი ინფორმაციას აწვდის ყველას, ვინც ჩართულია თამაშში, მათ შორის მოთამაშეებს, მწვრთნელებს, დამხმარე და ადმინისტრაციულ პერსონალს. მეორე ნაწილში მოცემულია სტრუქტურა, რომლის ფარგლებშიც რაგბის კავშირებს, შეჯიბრებებსა და კლუბებს შეუძლიათ მოამზადონ პოლიტიკის დოკუმენტები და მეთოდური რეკომენდაციები აქტივობებში დასაბრუნებლად, რომელიც შეესაბამება მათ ადგილობრივ გარემოს. ეს არის დოკუმენტი, რომელიც რეგულარულად განახლდება ხოლმე, რადგან ეს სწრაფად განვითარებადი სიტუაცია გამუდმებით იცვლება და მას ხშირად უნდა გავეცნოთ, რათა არ გამოგვრჩეს ცვლილებები და განვითარებები.

ვინ უნდა წაიკითხოს ეს დოკუმენტი?

ეს დოკუმენტი განკუთვნილია რაგბის საზოგადოებისთვის. მოთამაშეები, მწვრთნელები, დამხმარე და ადმინისტრაციული პერსონალი – ჩვენ ყველანი საზოგადოების ნაწილი ვართ და COVID-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად საჭირო ზომების უმეტესობა სწორედ საზოგადოებასა და სახლში იწყება. ვირუსული ინფექცია არ განასხვავებს ადამიანებსა თუ ადგილმდებარეობებს. ზომების მკაცრი დაცვა სამსახურსა და გუნდურ დაწესებულებებში შესაძლოა არ გავითვალისწინოთ სახლში ან სოციალურ სიტუაციებში. ჩვენ განვიხილავთ ზოგიერთ სპეციფიკას, რაზეც ყველამ უნდა ვიზრუნოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

რაგბის კავშირებმა, შეჯიბრებებმა და კლუბებმა უნდა გამოიყენონ ეს სტრუქტურა, რათა შექმნან პოლიტიკის დოკუმენტები აქტივობაში დასაბრუნებლად საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში. ამის გაკეთებისას კავშირებმა, შეჯიბრებებმა და კლუბებმა უნდა უზრუნველყონ, რომ შესაბამისობაში იყვნენ ადგილობრივ კანონებთან (ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების, დასაქმებისა და COVID-19-ის სპეციფიკური კანონმდებლობის ჩათვლით) და მთავრობის ან ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გატარებულ ყველა პოლიტიკასთან. კავშირებმა, შეჯიბრებებმა და კლუბებმა უნდა აკონტროლონ ამგვარი კანონმდებლობისა და პოლიტიკის ცვლილებები და საჭიროებისამებრ შეცვალონ საკუთარი პოლიტიკის დოკუმენტები იმის უზრუნველსაყოფად, რომ მათ იურისდიქციაში მყოფი რაგბის საზოგადოება გამოიყენებს საუკეთესო პრაქტიკას და დაექვემდებარება ადგილობრივ მოთხოვნებს.