ხელისუფლების ზომები COVID-19 ეპიდემიის აფეთქების მართვისთვის
- ვირუსის გავრცელების შესამცირებლად გამოიყენება ღონისძიების სამი ძირითადი ტიპი (იხ. ცხრილი 1). გარკვევაში დასახმარებლად, საზოგადოებრივი თავშეყრის შეზღუდვები, სოციალური დისტანცირების ზომები და მგზავრობის შეზღუდვები მოხსენიებული იქნება, როგორც „PST“ ზომები (ინგლისური დასახელების მიხედვით).
ცხრილი 1. საზოგადოებრივი თავშეყრის შეზღუდვები.
PST ზომები | მაგალითი |
---|---|
საზოგადოებრივი თავშეყრის შეზღუდვები (Public gathering restrictions) | საზოგადოებრივი თავშეყრის შეზღუდვები, სხვადასხვა სიდიდის ჯგუფებისთვის; <500, <250, <50, <20, <5, <2 |
სოციალური დისტანცირება (Social distancing) | სოციალური დაშორების დირექტივები (1-2 მეტრი განცალკევება), თვითიზოლაცია ყველა ახლო კონტაქტისთვის, სკოლების დახურვა, არააუცილებელი მოხმარების მაღაზიებისა და მომსახურებების დახურვა, არააუცილებელი მოძრაობის აკრძალვა, არააუცილებელი წარმოების შეჩერება, საზოგადოებრივი სივრცეებისა და პარკების დახურვა, ვარჯიშისა და გარე აქტივობების რეგულირება |
მგზავრობის შეზღუდვები (Travel restrictions) | საზღვრის დაკეტვა, შიდა მგზავრობის შეზღუდვები, სავალდებულო თვით-კარანტინი ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ |
- ეს PST ღონისძიებები მიზნად ისახავს ვირუსის გავრცელების შემცირებას და მთელს მსოფლიოში სხვადასხვაგვარად მოხდა მათი გატარება.
- PST-ის თითოეული ღონისძიების შემსუბუქება ხელს შეუწყობს რაგბის სხვადასხვა ღონისძიებების განახლებას, რაც გააადვილებს თამაშში უსაფრთხოდ დაბრუნებას COVID-19-ის გავრცელების გაზრდილი რისკის დაბალანსების პარალელურად.