ვარჯიშში დაბრუნება

როდესაც მოთამაშეები ინდივიდუალურად ვარჯიშობენ, PST ზომების შემცირება მიანიშნებს აქტივობაში დაბრუნების გეგმის დაწყების შესაძლებლობაზე. სურათებში 1 და 2 მოცემულია მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს სხვადასხვა PST ზომების შემცირებამ პირველ რიგში რაგბის ვარჯიშში (სურათი 1), ხოლო შემდეგ კი – თამაშში დაბრუნებაზე (სურათი 2). როგორც ადრე იყო გამოვლენილი, PST ზომებს თითოეული მთავრობა მოხსნის სხვადასხვა დროს და თქვენი კავშირი და კლუბი შეუსაბამებს აქტივობებში დაბრუნებას ამ PST ზომების შემსუბუქებას. თითოეული მთავრობა და ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანო ყურადღებით აკონტროლებენ PST ღონისძიებების მოხსნის გავლენას ახალ შემთხვევებზე, რადგან ეს გვაცნობებს, გახდება თუ არა საჭირო და როდის შემდგომი PST ზომების ხელახლა გამოცხადება.

მაგალითად, სურათ 1-ში, ვარაუდობენ, რომ როცა გაიხსნება სკოლები და არააუცილებელი ბიზნესები და დაშვებული იქნება ჯგუფური თავშეყრები <10 კაცამდე, დაიწყება მცირე ჯგუფებით ვარჯიშები. ასევე, როდესაც <50 კაცამდე ჯგუფების თავშეყრა იქნება ნებადართული, ეს მიგვანიშნებს მთელი გუნდის უკონტაქტო ვარჯიშის დაწყებაზე.

მთელი გუნდის კონტაქტური ვარჯიში მოითხოვს პირადი სოციალური დისტანცირების ზომების შემცირებას ან მთავრობის მიერ სპეციალური გამონაკლისის დაშვებას. ვარჯიშის დროს კონტაქტის დაშვების შემდეგ, ვარჯიშის ყველა მონაწილე გახდება ერთიმეორის „ახლო“ კონტაქტი (როგორც აღწერილია ზემოთ). ამას შედეგად შესაძლოა მოჰყვეს ის, რომ გუნდის წევრის COVID-19-ით დაინფიცირების შემთხვევაში აუცილებელი გახდება თვითიზოლაცია ან კარანტინი.

კავშირებმა, შეჯიბრებებმა და კლუბებმა უნდა მოახდინონ იმის დემონსტრირება, რომ ამ პროცესის დროს მათ შეუძლიათ ჩაატარონ სრულყოფილი სკრინინგი (ტემპერატურისა და სიმპტომების შემოწმება), ტესტირება (PCR და ანტისხეულების ტესტი) და კონტაქტების დადგენა ადგილობრივი მთავრობის მითითებების შესაბამისად.

სურათი 1: რაგბის ვარჯიშში დაბრუნება PST ზომების სტრუქტურის გამოყენებით

სურათი 2 გთავაზობთ მითითებებს ვარჯიშებიდან დაწყებული რაგბის ყველა შეჯიბრებისა და ტურნირის განახლებამდე, მაყურებელთა თანდასწრებით გამართული საერთაშორისო თამაშების ჩათვლით.

სურათი 2: PST ზომების შემცირება ემთხვევა თამაშში ეტაპობრივად დაბრუნებას