შეტევის და დაცვის პრინციპები

შეტევის და დაცვის პრინციპეპბი, გვიჩვენებს თუ რისი მიღწევა უნდა გუნდს თამაშის სხვადასხვა სტადიებში.

შეტევა

როდესაც გუნდი ბურთს ფლობს ანუ შეტევაშია (თუმცა წესებით შეტევაში ის გუნდია, რომელიც მწინააღმდეგის ნახევარზეა):

ბურთიანი გუნდი ცდილობს მოწინააღმდეგის ლელოს ხაზისკენ წაიწიოს, ბურთის ტარებით, ფეხის დარტყმით, პასით.

ბურთიანი გუნდის მოთამაშეებს შეუძლიათ გამოიყენონ მთელი მოედნის სივრცე რათა განახორციელონ შეტევა და მოიპოვონ ქულები.

შეტევა ინარჩუნებს უწყვეტობას ბურთის შენარჩუნებით

და წინ წაღებით მოწინააღმდეგის ჩათვლის მოედნისაკენ.

დაცვა

როდესაც გუნდს არ აქვს ბურთი ანუ დაცვაშია (წესების თანახმად დაცვაში ის გუნდია, რომელიც საკუთარ ნახევარზეა):

დაცვა ცდილობს ხელი შეუშალოს მოწინააღმდეგეს, წინ წაწევისაგან, სივრცის და დროის შეზღუდვით.

თუ ეს წარმატებით შეასრულეს მაშინ ჯილდოდ მიიღიბენ ბურთს და შეტევის წამოწყების შანსს.

ბურთისთვის ბრძოლა

ბურთისთვის ბრძოლა რაგბის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია. თამაშზე ბრძოლის სხვადასხვა ვარიაციები გვხვდება, ეს შეიძლება იყოს დინამიური, მაგალითად: როდესაც ღია თამაშის დროს ორი მოთამაშე არის კონტაქტში, ასევე შერკინება, დერეფანი და ა.შ

ყველა ორთაბრძოლას უნდა ჰქონდეს სამართლიანობის პრინციპი, ანუ ორივე მხარეს უნდა ჰქონდეს თანაბარი შანსი ბურთის მოპოვებისა ან შენარჩუნების. განახლების დროს ინიციატივა ეძლევა გუნდს, რომელსაც შეცდომა არ დაუშვია, ეს აძლევს გუნდს შეტევის და მოედნის მოგების შანსს.