მწვრთნელობა

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მწვრთნელობის განყოფილებაში.

ამ განყოფილების ონლაინ მოდულები:

  • წარმოგიდგენთ მწვრთნელობას
  • დაგეხმარებათ გაიგოთ მოთამაშეთა სხვადასხვა როლები და ფუნქციები
  • დაგეხმარებათ, დაყოთ თამაშის უნარ-ჩვევები შესასწავლ საკვანძო ფაქტორებად
  • უზრუნველყოფს კონკრეტულ მითითებებს მათთვის, ვინც წვრთნის ბავშვებს.

რეკომენდაციას ვუწევთ, რომ მწვრთნელებმა გაიარონ ეს მოდულები, სანამ დაესწრებიან ჩვენს მწვრთნელების კურსებს, რომლებიც პირისპირ ჩატარდება.

შემდგომი მრავალენოვანი ონლაინ სასწავლო მოდულები და რესურსები ბავშვების მწვრთნელებისთვის ჩვენი კოლეგებისგან შეგიძლიათ იხილოთ მისამართზე: ICOACHKIDS

წვრთნის შესავალი

ამ მოდულში მოცემული ინფორმაციის მიზანია მიაწოდოს მწვრთნელებს საბაზისო ცოდნა, ორი ერთმანეთისგან განსხვავებული სამწვრთნელო სტილის შესახებ და თუ როგორ შეიძლება დაიყოს სამწვრთნელო პროცესი ოთხ ძირითად ‘როგორ ვიმწვრთნელოთ’ უნარებათ.

ბავშვთა წვრთნა

კარგ მწვრთნელებს უნდა შეეძლოთ განავითარონ მოთამაშეების ტექნიკური, ტაქტიკური, გონებრივი, საყრდენ მამოძრავებელი, ფიზიკური და ცხოვრების სტილის შესაძლებლობები. ეს რესურსი იძლევა ინსტრუქციას, რომელიც დაგეხმარებათ ამის გაკეთებაში.

მთავარი ფაქტორების ანალიზი

მთავარი ფაქტორების ანალიზი გამოარჩევს თამაშში საჭირო ყველა უნარს და შლის მათ შემადგენელ ნაწილებად. მოთამაშეებს რომ დავეხმაროთ თამაშში საჭირო უნარების სწორად შესრულებაში, ისინი უნდა აღიქვამდნენ უნარის მთავარ ფაქტორებს და მათ მიზნად უნდა ქონდეთ დასახული მათი შესრულება სწორი თანმიმდევრობით.

სხვა ენებზე ხელმისაწვდომი მოდულები

ყველა მოდული ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინგლისურ, ფრანგულ და ესპანურ ენებზე, ბევრი მათგანი ხელმისაწვდომია მრავალ ენაზე. თუ მოდული არ არის ხელმისაწვდომი თქვენს ენაზე, სცადეთ სხვა.

Coaching Women and Girls
ICOACHKIDS
T1 Rugby
Functional Role Analysis
Introduction to Performance Analysis
Developing your Performance Analysis Skills
Introduction to High Performance Coaching
Tackle Ready
Breakdown Ready
Additional Resources
Face-to-face courses and accreditations