გოგონების წვრთნა - მოსაზრებები
რაგბის თამაში გოგოებისთვის და ბიჭებისთვის ერთნაირია, თუმცა, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ბიჭები და გოგოები განსხვავდებიან. განსხვავებების გაგება დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ პოზიტიური სასწავლო გარემო.
ჩვენს კავშირებში გაზიარებული კვლევებიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, გოგონების უმეტესობა თამაშობს თამაშის სიყვარულით, გართობისთვის და მეგობრების გაჩენის მიზნით. ასაკის მატებასთან ერთად, ფიზიკური გამძლება ასევე ხდება მთავარი მოტივატორი და ზოგი ისწრაფვის ელიტარულ დონეზე სათამაშოთ.
როგორც ბიჭების შემთხვევაში, გოგონები ვითრდებიან სხვადასხვა ტემპით. სავარჯიშო პროგრამებმა უნდა გაითვალისწინოს ეს და მორგებული იყოს მოთამაშის განვითარების ეტაპებს. მაგალითად, ათი წლის გოგონა შეიძლება თამაშობდეს ექვსი წლის ასაკიდან და, შესაბამისად, აქვს თამაშის ოთხი წლის გამოცდილება, ხოლო ოცდახუთი წლის გოგონა შეიძლება უბრალოდ დაკავდეს სპორტით და მისთვის იყოს მისი პირველი წელი.
ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ძირითადი რჩევა, რომელთა გათვალისწინება განსაკუთრებით სასარგებლოა გოგონების წვრთნისას:
- იმის გამო, რომ გოგონებს შეუძლიათ უფრო მეტად იყვნენ ორიენტირებულნი ადამიანებზე, მწვრთნელის ჩართულობა და კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ქმნის მათ სწავლის საფუძველს და ხელს უწყობს მონაწილეობას
- გოგონებს შეუძლიათ უფრო დადებითად უპასუხონ, როდესაც მწვრთნელი იცნობს მათ, როგორც ინდივიდებს და ესმის მათი პასუხისმგებლობები, მოტივები და მიზნები.
- გოგონები უფრო მეტ კითხვას სვამენ, ვიდრე ბიჭები, რადგან მათ, როგორც წესი, სჭირდებათ ინსტრუქციის დეტალების გაგება, რადგან პროცესი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შედეგი.
- ყურადღება მიაქციეთ ფიზიკურ ურთიერთქმედებას. ფიზიკური შეხება უნდა იყოს შესაბამისი. თუ საჭიროა კონკრეტული უნარის დემონსტრირება, ნებართვა უნდა იქნას მიღებული მოთამაშისგან იმ პირობით, რომ ეს კულტურული ნორმების ფარგლებშია. მწვრთნელებს შეიძლება დასჭირდეთ კითხვისა და საჩვენებელი სტრატეგიების სრული სპექტრის გამოყენება (მაგალითად, გამოცდილი მოთამაშეების გამოყენება დემონსტრირებისთვის, ვიდეოს გამოყენება)
- მენეჯმენტში ან სამწრვთნელო პროცესში ქალების ყოლა კარგი პრაქტიკაა
- ათიდან თორმეტ წლამდე ასაკის მამრობითი და მდედრობითი სქესის ბავშვებს შორის ფიზიკური განსხვავებები ჩვეულებრივ მინიმალურია.