მწვრთნელების ქცევის კოდექსი

წვრთნამ უნდა აჩვენოს გულწრფელობის, პატიოსნებისა და კომპეტენტურობის მაღალი ხარისხი. მწვრთნელების მიერ თავიანთი პასუხისმგებლობების აღქმა და შესაბამისად შესრულება რაგბისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, ასევე მნიშვნელოვანია მთავარი კონცეფციის — მონაწილეობა სიამოვნებისთვის და გართობისთვის, ისევე როგორც მიღწევებისთვის — დაცვა.

მწვრთნელებსა და მოთამაშეებს შორის ურთიერთობის ძირითადი პრინციპებია:

  • უფლებები - თქვენ უნდა პატივი სცეთ და დაიცვათ თითოეული ადამიანის უფლებები სპორტში მონაწილეობის მისაღებად
  • ურთიერთობები - მწვრთნელებმა უნდა განავითარონ ურთიერთობა მოთამაშეებთან ღიაობის, პატიოსნების, ურთიერთნდობისა და პატივისცემის საფუძველზე.
  • პასუხისმგებლობები - პირადი სტანდარტები - თქვენ, როგორც მწვრთნელმა, ყოველთვის უნდა აჩვენოთ სათანადო პირადი ჩვევა და ქცევა.
  • პასუხისმგებლობები - პროფესიული სტანდარტები - იმისათვის, რომ მაქსიმალურად გაზარდონ სარგებელი და შემცირდეს მოთამაშეებისთვის რისკები, მწვრთნელებმა უნდა მიაღწიონ კომპეტენციის მაღალ დონეს კვალიფიკაციის ამაღლებით და თავი მიუძღვნან მიმდინარე ვარჯიშებს, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო, თანამედროვე და სწორ პრაქტიკას.
  • მოგება არ არის ყველაფერი - ასწავლეთ თქვენს მოთამაშეებს სიამოვნება მიიღონ მონაწილეობით და შეასრულონ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი. წაახალისეთ და მიეცით საშუალება თითოეულ მოთამაშეს მიაღწიოს მის მაქსიმალურ პოტენციალს
  • არასოდეს შეურაცხყოთ, უყვიროთ, გააკრიტიკოთ ან დასცინოთ ბავშვებს შეცდომის დაშვების ან თამაშის წაგების გამო. ნუ გამოიწვევთ მოთამაშემ დაკარგოს საკუთარი თავმოყვარეობა მათი შერცხვენით, დამცირებით ან შელახვით
  • მოახდინეთ თქვენი მოთამაშეების მოტივაცია შექების, დადებითი შეფასების და კონსტრუქციული კრიტიკის საშუალებით
  • იყავი ორგანიზებული - ჩამოაყალიბე სტრუქტურა სეზონისთვის, მოამზადე სამწვრთნელო გეგმა ყოველი ვარჯიშისთის, გქონდეს შესაბამისი ეკიპირება. უპირველეს ყოვლისა, შესაბამისი მოლოდინების დასადგენად, კომუნიკაცია დაამყარეთ მოთამაშეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან.
  • დარწმუნდით, რომ მოთამაშეებმა გაიგეს თამაშის წესები, რომ ისინი პატივს სცემენ მეტოქე გუნდს, თანაგუნდელებს, მწვრთნელებს და თამაშის ოფიციალურ პირებს.
  • არასოდეს შეიტანოთ ეჭვი ოფიციალური პირის განსჯაში ან პატიოსნებაში
  • დარწმუნდით, რომ მოთამაშეებისა და მშობლების ქცევა არის შესაბამისი და შეესაბამება თამაშის სულისკვეთებას
  • არასოდეს შეხვიდეთ სათამაშო ასპარეზზე (მოედნზე) მატჩის დროს, თუ არ ხართ ნებადართული მატჩის ოფიციალური პირის მიერ.