ორი ძირითადი საკითხი მოთამაშეებისათვის ყოველი ბოჭვის სიტუაციისთვის

მბოჭავი - კონტაქტი მოწინააღმდეგესთან (ებთან).

მბოჭავმა უნდა:

  • იქონიოს ‘თვალები მაღლა’ - მზერა ბურთიან მოთამაშეზე, თავის სწორი პოზიციის შესანარჩუნებლად
  • თვალყური ადევნოს ბურთიანი მოთამაშის მოძრაობას, ფეხები მიიტანოს ბოჭვის შესასრულებლად საკმარისად ახლოს
  • მომზადოს კონტაქტისთვის - მოირგოს ტანის ძლიერი, სტაბილური და დაბალი პოზიცია
  • მოაქციეთ თავი ბურთიანი მოთამაშის უკან ან გვერდზე (არასდროს მოაქციოთ თავი ბურთიანი მოთამაშის წინ)
  • გაუშვით ხელი შებოჭილ მოთამაშეს, დაუყოვნებლივ დაბრუნდით ფეხზე და იბრძოლეთ ბურთს ფლობისათვის
ბურთიანი მოთამაშე - კონტაქტი მიწასთან

ბურთიანმა მოთამაშემ უნდა:

  • ატაროს ბურთი ორივე ხელით
  • დაიცვას ბურთი - მკერდთან და იდაყვებით გვერდებზე, მჭირდოთ დაიჭიროს ბურთი
  • მიწასთან კონტაქტი გააკეთოს დუნდულით და შემდეგ მხრით
  • არ შეიმაგროს წაქცევისას თავი ხელით ან ბურთით
  • მობრუნდეს გუნდელებისაკენ, რომ გადააწოდოს ან გადმოდოს ბურთი, ან მოახდინოს მისი პრეზენტაცია
  • დაუყოვნებლივ დაბრუნდეს ფეხზე

ყველა მიმყოლი მოთამაშე უნდა შევიდეს ბოჭვის ზონაში კარიბჭიდან. მხოლოდ ფეხზე მდგომ მოთამაშეებს აქვთ ბურთის ფლობისათვის ბრძოლის უფლება

დაუსრულებელ ბოჭვის სიტუაციაში მომსვლელმა მოთამაშეებმა

უნდა:

  • შეინარჩუნონ ძლიერი, სტაბილური და დაბალი ტანის პოზიცია
  • გამოიყენონ ხელები ბურთიან მოთამაშეზე ჩასაჭიდებლად
  • მოერიდონ კონტაქტს სხვა მოთამაშეების თავსა და კისერზე
  • უსაფრთხოდ ჩაიყვანონ ბურთიანი მოთამაშე მიწაზე
მცველების გაწმენდისას ან მიწოლით გაყვანისას,

მოთამაშეებმა უნდა:

  • შეინარჩუნონ ძლიერი, სტაბილური და დაბალი ტანის პოზიცია
  • ნიკაპი არ შეახოთ მკერდს, თავი იქონიონ ბუნებრივ მდგომარეობაში, ხელები მზად (მაღლა)
  • მზერა მიაპყრონ სამიზნეს
  • შეინარჩუნონ ხერხემლის პოზიცია მეტოქის გაყვანის ტრაექტორიის მიმართულებით
  • დაიწყეთ ფეხის მუშაობით მიწოლა დაბალი ტანის პოზიციით
  • გააკეთონ კონტაქტი მცველზე მხრის და ხელების გამოყენებით, და არა თავით
  • შეკარან ხელები მოწინააღმდეგის გარშემო
  • მიწოლით გაიყვანონ მოთამაშე და საფრთხისგან გაათავისუფლონ ბურთი