მწვრთნელზე ორიენტირებული

მწვრთნელზე ორიენტირებული სტილის მწვრთნელი აჩვენებს მომდევნო ქცევებს:

სავარჯიშოების გამოყენებით მწვრთნელობა

ვარჯიშები ძირითადად ძალიან სტურქტურირებულია და იყენებს განვითარებად სავარჯიშოებს. ეს უკანასკნელი შესაძლოა იყოს წინააღმდეგობის გარეში, ნახევრად წინააღმდეგობით ან წინააღმდეგობით. ზოგჯერ სავარჯიშოები რაგბის თამაშთან ბმის გარეშე კეთდება.

ავტორიტარული/ ინსტრუქციული/ დიდაქტიკური

მწვრთნელი იძლევა უამრავ ინსტრუქციას და უკუკავშირს. მოთამაშისათვის გამოსახატად ძალიან ცოტა შესაძლებლობა არის და ხშირად მწვრთნელს აზრად სპეციფიური ტექნიკა ან მეთოდი აქვს. მწვრთნელი ხშირად ხელმძღვანელობს ‘რკინის ხელკეტით’ და მკაცრი დისციპლინის მომხრეა.

ტექნიკაზე ორიენტირებული

მწვრთნელი ტექნიკის გამოსასწორებლად მრავალ ვარჯიშს მართავს. ესენი ხშირად ერთფეროვანი და წინააღმდეგობის გარეშეა. მწვრთნელი ხშირად და კარგად ახსენებს მთავარ ფაქტორებს.

სპორტულ შესრულებასა და გამარჯვებაზე ყურადღების გამახვილება

მწვრთნელს შედეგი უფრო აინტერესებს, ვიდრე ინდივიდების განვითარება. მწვრთნელს ახასიათებს მოკლე ვადიანი გეგმები, სადაც ნაკლებად ითვალისწინებს მოთამაშის გრძელ ვადიან განვითარებას.

მწვრთნელი იღებს ყველა გადაწყვეტილებას და იყენებს სტრუქტურულ მიდგომას

მწვრთნელს აქვს ძალიან სპეციფიური ვარჯიშების გეგმები პირდაპირი ჩარევებით. მწვრთნელი ვარჯიშს ანვითარებს საკუთარი ტემპით, ვიდრე მოთამაშეების მზაობის გათვალისწინებით. ეს მწვრთნელი ისეთ ვარჯიშებში, სადაც ქაოსია, ვერ გრძნობს თავს კომფროტულად.

თქმა და ჩვენება

მწვრთნელს შერჩეული აქვს ძალიან ფორმალური სტრუქტურა სავარჯიშოს ან უნარის წარსადგენა: ‘თქმა - ჩვენება (დემონსტრირება) - გაკეთება’.

მკაფიო და ფორმალური მიდგომა

მწვრთნელი ადგენს და ატარებს ვარჯიშებს სპეციფიური მიზნისათვის. ვარჯიშები ვითარდება ძალიან სტრუქტურირებული და ფორმალიზებული გზით.