თამაშის მაღალი ინტენსიობის მონაკვეთები
როდესაც თამაშის მოთხოვნების გარშემო არსებულ კვლევებს მიმოვიხილავთ საინტერსო მსჯელობა იბადება/წამოიქმნება. მრავალი საკვლევი სტატია და სამიეცნიერო მოხსნება თამაშის მოთხოვნების შესახებ, გვესაუბრება თამაშის მოთხოვნების საშუალო მაჩვენებლების შესახებ როდესაც სირბილის ან შეჯახების მოთხოვნებზე მსჯელობენ და აშ. ეს ჩინებულია როდესაც მწვრთნელს ფიზიოლოგიურ სტრესზე საერთო სურათს ვაძლევთ, რომელსაც მოთამაშე მოედანზე თამაშის დროს წააწყდება.მაგრამ თუკი მწვრთნელი მთელი თამაშიდან მხოლოდ საშუალო მოანაცემებს დაეყრდნობა, მაშინ თამაშის განმავლობაში მომხდარი მაქსიმალური ინტენnსიობის პერიოდები შეიძლება ძირეულად შეუსაფებელი/სათანადოდ არ დაფასებული დარჩეს.თუკი მწვრთნელი მთელი თამაშის მონაცემებიდან როგორც სახელმღვანელოს მოხლოდ საშუალო მაჩვენებლებს გამოიყენებს მისი ფიზ მომზადების წვრთნის დროს,მაშინ ეს თამაშის ფიზიკურად ყველაზე ინტენსიური მონაკვეთბისთვის შეიძლება მოთამაშეების არასაკმარიად მომზადებას უძღოდეს წინ და შედეგად მოთამაშეების მომზადებაა არასაკმარისი და ოპტიმალურისაგან ძალიან შორს იქნება, რადაგანაც ძალიან ხშირად თამაშში ყველაზე ინეტენსიური პერიოდები თამაშის შედეგთან მიმართებით არის მნიშვნელოვანი გადამწყვეტი მონაკვეთბი. ამრიგად მწვრთნელმა თამაშში თამაშის მაქისიმალური ინტენსიობის მონაკვეთები უნდა გაითვალისწინოს როგორც მოთხოვნების ზედა დონე რომელიც მოთამაშეებზეა დაწესებული მოთხოვნების სახით, ეს ფიზიკური მომზადების წვრთნის სახელმძღვანელოდ დაგვეხმარება.
სურათი 5. ბურთის სათამაშო დროის შეჯამება. მონაცემები აღებულია მამრ აკადემიის დონის თამაშიდან (Read et al 2019).
2019 წელს რიდმა და კოლგებმა მაქისმალური სირბილის ინტენსიობები შეამოწმეს ინგლისის აკადემიის თამაშის დროს. მათ გამოიკვლიეს თამაშის დრო, მაქისმალური სირბილის ინტენსიობის მონაკვეთბი სხვადასხვა დროის პერიოდების გამოყენებით: 15 წმ, 30 წმ, 1 წთ, 2 წთ. 2,5 წთ, 3 წტ, 4 წთ, 5 წთ და 10წთ.(მაგალითად მთელი თამაშის 10 წუთიანი პერიოდი სადაც მოთამაშეს სირბილის ყველაზე მაღალი ინტენსიობა მოუწია ან თამაშის 20 წამიანი პერიოდი სადაც მოთამაშეს ყველაზე მაღალი სირბილის ინტესნიობა მოუწია). დროის ეს მონაკვეთები მწვრთნელისათვის ფასეულია რადგანაც ისინი ორივეს ფარავენ, როგორც საშუალო(30 წმ) და მაქისმალურ(დაახლოებით 2,5 წთ) ბურთის თამაშში ყოფნის პერიოდებს აკადემიის რაგბის თამაშში.დროის ეს პერიოდები კარგად ეთანხმება ზოგად/ჩვეულებრივ ფიზ. მომზადების სავრჯიშო დროის მონაკვეთბს(30 წმ მოკლე ჯერებისთვის ან 2–4 წთ გრძელი ჯერებისთვის)მათ დაადგინეს რომ გასაზომი პერიოდის გაზრდასთან ერთად მაქისმალური სირბილის ინტენსიობა შემცირდა ყველა სათამაშო პოზციაზე. კვლევაში ნათელი იყო ყველა დროის მონაკვეთბს შორის სირბილის ინეტსიობის შემცირება. მაგალითად სამ მეოთხედებში 15 წამიანი მაქისმალური სირბილის ინტენსიობის პერიოდი თამაშში საშუალოდ 297 მეტრი იყო წუთში. თუ თამაშის ყველაზე ინტენისური მონაკვეთის დრო 30 წამამდე გაგრძელდა, მაშინ მაქისიმალური სირბილის ინეტსიობა საშუალოდ იყო 245 მეტრი წუთში. თუკი ჩვენ სირბილის მაქსიმალური ინტესნობისთვის ყველაზე გრძელ დროის მომენტს შევხედავთ,რომელიც საშუალოდ 10 წუთი იყო, მაშინ სამი მეოთხედების მაქსიმალური სირბილის ინტენისობა 92 მ წუთამდე მცირდება.ამრიგად თუკი მწვრთნელი კვლევებს შეხედავს რომელიც ამბობს რომ მაქსიმალური სირბილის ინტენსიობა სამ მეოთხედისთვის თამაშში იყო 92 მ/წთ. რადგანაც ამ კველავაში, მათ 10 წუთიანი საშუალო პერიოდები გამოიყენეს, მაშინ მწვრთნელმა შეიძლება ჩათვალოს რომ ეს მონაცემი სამი მეოთხედის ფიზ. მომზადებისთვის ზედა ზღვარია რაც მას სჭირდება. მაგრამ ეს ნახევრაზე უფრო ნაკლებია იმ ინტენსიობის რომელიც მოთამაშეებმა შეიძლება გამოსცადონ თამაშის ყველაზე რთულ 30 წამში და შესაბამისად არსებობს იმის საფრთხე რომ ისინი საკმარისად არ იყვნენ მომზადებულები და მათი შესრულება დაზიანდება.
სურათი 6. სათამაშო მონაკვეთის ზრდასთან ერთად სირბილის მაქისმალური სიჩქარე მცირდება.
2017 წელს ფლანაგანმა და კოლეგებმა ელიტური მოზარდი მორაგბეები გამოიკვლიეს, შეამოწმეს მთელი თამაშის გადაადგილების საშუალო მოთხოვნები და თამაშის დროს 5 წუთიანი მაქისმალური ინტენისიობის მონაკვეთი. 5 წუთიანი მაქსიმალური ინტენსიობის პერიოდი გაისაზღვრა როგორც უდიდესი მაღალი მეტაბოლური დატვირთვით გარბენილი მანძილი 5 წუთიან მონაკვეთში. მათ დაადგინეს რომ შედარებითი გაზომილი მანძილი მეტრები წუთში იყო 33–48 % უფრო მეტი იყო 5 წუთიან მაღალი ინტენსიონის პერიოდში, ვიდრე მთელი თამაშის განმავლობაში დაფარული შედარებითი მანძილი. მათ ასევე გვაუწყეს რომ 5 წუთიანი მაქსიმალური ინტენსიობის მონაკვეთის განმვალობაში დროის პროცენტულობა რომელშიც მოთამაშეები მაღალი მეტაბოლური დატვირთვის მანძილებს ფარავდნენ 70–90 % მეტი იყო ვიდრე მთელი თამაშის დროს დაფარული მაღალი მეტაბოლური დატვირთვაში გარბენილი მანძილების პროცენტულობა. ეს ინფორმაცია იმას გვაჩევენებს რომ, თამაშის დროს 5 წუთიანი მაღალი ინტენსიობის მონაკვეთი უფრო გამომწვევი იყო ვიდრე, ის ინტენსიობა რომელიც მთელი თამაშის განმავლობაზე იყო გასაშუალოებული. მწვრთნელები რომლებიც მათი ფიზიკური მომზადების ვარჯიშების დროს შესრულების მაქსიმიზაციას ცდილობენ უნდა გაითვაისწინონ მაქსიმალური ინტენსიობის პერიოდები იმისთვის რომ მოთამაშეებმა წვრთნის დროს ეს მოთხოვნები გამოსცადონ მანამ სანამ ისინი მათ მოედანზე თამაშის დროს წააწყდებიან.
სურათი 7. ფიზ.მომზადება უნდა ეძებდეს თამაშის უმაღლესი ინტესნიობის მონაკვეთების განმეორებას.