სწორხაზოვანი სისწრაფე

რა თქმა უნდა თამაშის სპეციფიური სისწრაფე მნიშვნელოვანი ფაქტორია საერთო შესრულებაში ,მაგრამ სწორხაზოვანი სისწრაფე ჯერ ისევ სიჩქარის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. სწორ ხაზოვანი სისწრაფე არის სიჩქარის ერთი მიმართულებით გამოხატვის უნარი ბურთით ამ მის გარეშე. მაშინ როცა სისწრაფე უფრო მეტად თანდაყოლილია და ამ მხრივ გენეტიკა მნიშვნელოვან როლს თამაშობს,სპეციფუირი წვრთნის ფორმების მეშვეობით ყველა მოთამაშეს შეუძლია მათი ინიდვიდუალური სისწრაფის შესაძლებლობის გაუმჯობესება. თამაშის დროს მოთამაშეებმა რამოდენმე ან სხვადასხვა დიაპაზონის უნარები და მანევრები უნდა შეასრულონ. მაგალითად მიმართულების შეცვლის შესრულების შემდეგ ისეთი როგორიცაა ფინტი რასაც შედეგად მოჰყვება ხაზის გაჭრა,მოთამაშეს ხშირად მოუწევს ისევ სწორ ხაზოვან სისწრაფეზე დაბრუნება. შესაბამისად ,ის საწვრთნელ პორგრამის დროს არ უნდა მივაგდოთ, რადგანაც ის საბოლოო შედეგში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

სურათი 7. მაქისმალურ სისწრაფეზე გადასვლა შეიძლება მოხდეს საწყისი მეტქოის მიმართ არიდების მოძრაობის შემდგომ.

სწორ ხაზოვანი სისწრაფე სპრინტის სიჩქარეს ეხება,რომელიც მოთამაშის მაქისმალური ან თითქმის მაქსიმალური სიჩქარის დროსაა წარმოდგენილი. მაქსიმალური სირბილის სიჩქარე ა ეფექტური აჩქარების პროდუქტია და რაგბიში კი აჩქარება მთავარი საზურნავია, განსაკუთრებით მორკინლებისთვის. მორკინლები ნაკლები ალბათობით აღწევენ სირბილის მაქისმალურ სიჩქარეს ვიდრე ბექები რადგანაც ისინი როგორც წესი ბურთით 5–10 მეტრზე მეტ მანძილს არ დარბიან. მაქისმალური სისწრაფე ისევ ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით კი ხაზის მოთამაშეებისთვის. ეს გავრცელებული არასწორი შეხედულებაა რომ მორაგბეებს არ სჭრდებათ მაქისმალური სისწრაფე რადგანაც ისინი ძირითადად 5 დან 30 მეტრამდე მანძილებს დარბიან.მაშინ როცა სპრინტერები 100 მეტრზე სირბილის დროს 50–60 მეტრს უთმობენ მაქისამლური სისწრაფის მიღწევას, სათამაშო სპორტების მოთამაშეები ბევრად უფრო ჩქარა აღწევენ მაქისმალურ სიჩქარეს. დელეკლუსმა და კოლეგებმა 1995 წელს გვაუწყეს რომ სათმაშო სახეობის მოთამაშეები სტატიკური სტარტიდან მაქისმალურ სიჩქარეს 36 მეტრზე აღწვედნენ. რაგბიში დიდი ალბათობით უფრო გრძელი სპრინტები სხვადასვხა სასტრატო პოზიციებიდან დაიწყება, განსაკუთრებით კი მფრენი სტარტი( სადაც მოთამაშე უკვე მოძრაობაშია) და ტოპ სისწრაფე უფრო მალე მიიღწევა. ამრიგად მნიშვნელოვანია რომ მორაგბეების მაქისმალუირ სისწრაფის ვარჯიში არ შევადაროთ 100 მეტრის სპრინტერების მოთხოვნებს რადგანაც ისინი სხვადასხვაა.

1} სურათი 8. მაქისმალური სისწრაფის განვითარება მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ხაზისთვის

მიუხედავად იმისა რომ რაგბის თამაშში მოკლე აჩქარებები უფრო ჭარბობს განსაკუთრებით მორკინლებისთვის , სეზონის განმავლობაში ორივე , აჩქარება და მაქისმალური სიჩქარეც უნდა გავწვრთნათ. კუფლანი და კოლეგები 2011 წელს თამაშის დროს სიჩქარეების ზონებში შესვლის სიხშირე სდააკვირნდნენ მორკინლისა და ხაზისთვის.მონაცემებმა მიგვანიშნა რომ თამაშის განმავლობაში ბექები მაქსიმალრი სისწერაფეს 16 ჯერ მიუახლოვდნენ, მაშინ როცა მორკინლები მაქისმალური სიჩქრაეს სამჯერ მიუახლოვდნენ. უფრო ახალი კვლევებით 2015 წ რეარდონმა , ტობინმა და დელაჰანტმა შენიშნეს რომ ბექებმა თამაშში საშუალოდ 34,5 ჯერ მიაღწიოს მაღალი სირბილის სიჩქრის ძალისხმევებს, მაშინ როცა მორკინლებმა იგივე ძალისხმევისა საშუალოდ 24,7 ჯერ გააკეთს. მაღალი სისწრაფის სირბილის ზღავრი მოთამაშეებზე იყო გაინდივიდუალიზებული და წარმოადგენდა მათი მაქისმალური სისწრაფის 60% ზემოთა ძალისხმევებს .

ამ კვლევების მონაცემები გვაუწყებს რომ ხაზოვანი სისწრაფე რაგბის ისევ არსებითი კომპონენტია მიუხედავად იმ ფაქტისა რომ ის მრავალწახნაგოვანი ბუნებისაა და ფიზიკური მზაობის და შემეცნებითი კომპენენტების ერთობლიობას(კომბინაციას) საჭიროებს , ისეთი როგორიცაა სისხარტე. ამასთანავე საწვრთნელ პროგარმაში უნდა გავითვალისწინოთ მაქსიმალური სისწრაფის ვარჯიში. მაშინ როცა ის უფრო მეტად სპეციფური იქნება ხაზითვის სულაც არაა უჩვეულო რომ მორკნლებმაც მიაღწიონ მათ ინიდვიდუალურ მაქსიმალური სისწრაფეს და ამრიგად ის მათ საწვრთნელ პროგრამაში ასევე უნდა გავითვალისწინოთ.

სურათი 9. სოწრხაზოვანი სისწრაფის განვითარება სხვადასხვა სავარჯიშოების მეშვეობით შეიძლება მოხდეს მათ შორის წინაღოებებიანი ციგის გამობმით/თრევით..

აჩქარების და მაქსიმალური სიჩქარის გაუმჯობესების წვრთნა უნდა მოიცავდეს ტექნიკურ დრილებს რათა მექანიკური ქმედითობა გავაუმჯობესოთ,ამას დამატებით თავისუფალი სპრინტები, წინაღობებით სპრინტები და წვრთნის მესამეული მეთოდი ისეთი როგორიცაა შტანგით ვარჯიში და პლიომეტრიკა.