გამძლეობა

რაგბი 80 წუთიანი მაღალი ზემოქმედების ძალის შეჯახებების სპორტია რომელიც ეფექტურად შესაჯიბრებლად კარგი დონის აერობული მზაობას ან გამძლეობას საჭიროებს. თამაშის დიდი ნაწილი დაბალი სიჩქარის მოძრაობებში იხარჯება, ისეთი როგორიცაა სიარული და მსუბუქი ძუნძული და მათში მიმობნეულია ძალიან მაღალი ინტენსიობის სამუშაოს პერიოდები ისეთბი როგორიცააა სპრინტი,ბოჭვა,მოლი და აშ. კარგად განვითრაებული აერობული გამძლეობა მოთამაშეს საშუალებას მისცემს რომ მოედანზე აქტიურად გადააგდილდეს და მაღლი ინტენსიობის ორთაბრძოლებისაგან ქმედითად აღიდგინოს მთელი თამაშის განმავლობაში. განმეორებადი სპრინტის უანრი , გამძლეობის ფართო სათაურის ქვეშ შეიძლება მოხვდეს და ის შეიძლება მივიჩნიოთ როგორც მოთამაშის მიერ მაქისმალური ძალისხმევების შენარჩუნების და აღდგენის უნარი, მომდევნო მრავალჯერადი სპრინტების დროს. მაგრამ რაგბიში მაღალი ინტენსიობის ძალისხმევები ყოველთვის მხოლოდ სპრინტის ძალსხმევები არაა, მისი როგორც კონტაქტური სპორტის ბუნების გამო. იმისთის რომმოედანზე წარჩინებული იყოს მოთამაშეს უნდა შეეძლოს რომ მომდევნო მაღალი მეტაბოლური ძალისხმევების ჯერები აიტანოს,აღიდგინოს და შესრულების მინიმალური დაკნინებით შეასრულოს,

ფიგურა 11. გამძლეობა უფრო მნიშვნელოვანი ხდება თამაშის დონის და სტანდარტის მატებასთან ერთად(Ross et al 2015; Clarke et al 2017).

შესრულებისთვის გამძლეობის მნიშვნელობას უფრო მეტად გაესვა ხაზი, ამ თემის შესახებ სხვა კვლევებში. როსმა და კოლეგებმა 2015 წელს გამოიკვლიეს საერთაშორისო და პროვიცნიულ დონის 7 კაცას შორის თამაშებში შესრულების ფიზიკური მახასიათებლების სხვაობა. გამძლეობასთან მიმართებაში. კვლევამ დაადგინა რომ მაღალი დონის გამძლეობა და განმეორებადი სპრინტის შესრულება საშუალოდ იყვნენ დაკავშირებული თამაშში შესრულებულ აქტივობებთან. მაგალითად განმოერებით მრავალჯერად სპრინტს მძლავრი ურთიერთკავშირი ჰქონდა ბოჭვების ქულებთან(score) და ცუდი მრავალჯერადი სპრინტის გამძლეობის შესრულება როგორც გამოჩნდა კავშირიში იყო თამაშის დროს ხელით თამაშის შეცდომებთან(handling error). კლარკმა და კოლეგებმა 2017 წელს გამოიკვლიეს ფიზიკური ტესტების შედეგბის კავშირი ქალთა და ვაჟთა რაგბი 7–ში მოზარდებში, უფროსებში და ელიტურ დონეზე. გამძლეობის შესრულების კუთხიდან მათ დაადგინეს რომ სათამაშო დონის ზრდასთან ერთად გაიზარდა ტესტების შედეგების დონეც. გამძლეობის შესრულების კუთხიდან ელიტ დონის მდედრებმა დიდი სხვაობა აჩვენეს მოზარდებისა და დიდებთან შედარებით. ეს ხაზს უსვამს აერობული გამძლეობის მნიშვნელობას რაგბის 7 ის თამაშში განსაკუთებით ქალებში.