სხეულის აგებულება/შემადგენლობა
ტერმინი „სხეულის შემადგენლობა“ ეხება სხეულის შემადგენლობას. ცხიმი, კუნთი,ძავლი და ორგანოები არის მთვარი ქსოვილები, რომლებისგანაც სხეული შედგება.ათლეტური შესრულების პერსპექტივიდან მთავარი საზრუნავი სხეულში არსებული ცხიმი და კუნთების დონეა. სხეულის შემადგენლობა არის ფიზიკური პროფილის ნაწილი რომელსაც სარაგბო შესრულებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს. სხეულის შემადგენლობა გაწვრთნადია და როდესაც მოთამაშეს ოპტიმალურად შესრულებისთვის ვამზადებთ და მათ წვრთნას და განვითარების გზას ვუცქერთმიზნად სხეულის შეადგენლობის გაუმჯობესება უნდა გვქონდეს. რაგბი ზოგადად იგივე მიმართულებას მიჰყვება რომელსაც სხვა მრავალი სპორტი და საკუთრივ ძირითად/ზოგადი მოსახლეობის ნავარჯიშეობის მიზნები როდესაც საქმე სხეულის აგებულებას ეხება ანუ მიზანი კუნთების მასის მომატება და შემცირებული ცხიმის დონეა.
ჭარბი ცხიმი სხეულზე ნიშნავს, ჭარბ წონას სხეულში რომელიც მოთამაშემ მოედანზე უნდა ატაროს. ცხიმი ხელს არ უწყობს ადამიანის სხეულის გადასაადგილებლად საჭრო ძალის წარმოქმნას. ცხიმის ჭარბი დონის ქონა სხუელის გადაადგილებას ართულებს , რასაც გავლენა შეიძლება ჰქონდეს გამძლეობის დონეზე, აჩქარებაზე ,სისწრაფეზე და ა.შ. ეს ყოველივე კი ძალიან მნიშვნელოვანია რაგბის სათმაშოდ.
დიაგრამა 4. კვლევებმა აჩვენა რომ ცხიმის მაღალი დონე კავშირშია შემცირებულ სისწრაფესა და აჩქარებასთან(Smart et al 2013)
ალტერნატიულად კი კუნთების მასა სხეულის სამოძრაოდ საჭირო ძალას წარმოქმნის და ასრულებს თამაშისთვის საჭირო ყველა ტექნიკურ და ფიზიკურ უნარს/ოსტატობას. მეტი კუნთის მასა უფრო მეტს ძალის წარმოქმნის შესაძლებლობას უდრის რაც ისეთი შეჯახებების სპორტისთვის როგორიც რაგბია ძალიან სასარგებლოა ,მაგ. როდესაც ბოჭვაა,შერკინებაა ან მოლია.
მორაგბეებში სხეულის ცხიმის დონე სათამაშო პოზიციებში აისახება. ზოგადად მორკინლებს უფრო მეტი ცხიმის დონე აქვთ ვიდრე ხაზის მოთამაშეებს. მოედანზე როგორც წესი მორკინლები უფრო დიდები და მძიმეები არიან. ჭარბი ცხიმის დონე ხელს არ უწყობს ხაზის მოთამაშეების პოზიციურ მოთხოვნებს. ზოგადად სხეულის ცხიმის დონე უფრო დაბალია ბექებში .
დიაგრამა 5. კვლევებმა აჩვენა რომ ცხიმის მაღალი დონე კავშირშია შემცირებულ შრომის ნაყოფიერებასა და უნართან(Smart et al 2013)
კვლევებმა აჩვენა რომ მოედანზე შესრულება კორელაციაშია/ურთიერთკავშირშია სხეულის შემადგენლობასთან. 2013 წელს სმარტმა და კოლეგებმა ზე 14 მორაგბეების თამაშის ქცევები გამოიკვლიეს და მათი კავშირი ფიზიკური მომზადების ზომებთან/დონესთან. მკვლევარებმა წარმოაჩნინეს რომ შედარებით მეტი სხულის ცხიმს დონე მოთამაშეებში, განსაკუთრებით კი მორკინლებში შეიძლება კავშირში იყოს შემცირებულ მუშაობის დონესთან/უანრთან და ბოჭვის ცუდ ტექნიკასთან. ეს იმ ფაქტით შეიძლება აიხსნას რომ მომატებული ცხიმის დონის ქონა მოედანზე გადაადგილებას უფრო აძნელებს და დაღლილობა დავალების განმეორებით შესრულების უნარზე ახდენს გავლენას. ეს წინ შეიძლება უძღოდეს მოედანზე შემცირებულ მარგი ქმედების კოეფეციენტს და დაცვაში ცუდი პოზიციის დაკავებას რაც წინ უძღვის მეტ გაფუჭებულ ბოჭვებს.
დიაგრამა 6. კვლევებმა აჩვენა რომ პროფესიონალი მოთამაშეები უფრო დიდები და მძიმეები არიან ვიდრე მოყვარული მოთამაშეები და მავე დროს ნაკლები ცხიმის დონე აქვთ( jones et al 2019)
სხეულის შემადგენლობა ასევე გვაჩვენებს სხვაობას სათამაშო დონეებს შორის, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის მნიშვნელობას. 2019 წელს ჯონსი და კოლეგები სხეულის შემადგენლობებს დააკვირდნენ ავივას პრემიერშიფში(ინგლისისი ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა) მოთამაშე პროფესიონალებს და მოყვარულ, უნივერსიტეტის დონის მოთამაშეებს შორის შედარებებს. კვლევებმა აჩვენა რომ მაშინ როცა პროფესიონალები უფრო დიდები და მძიმეები იყვნენ ვიდრე უნივერსიტეტის დონის მოთამაშეები ,მათ ამავეე დრო უფრო ნაკლები ცხიმის წონა ჰქონდათ როგორც მორკინლებს ასევე ბექებს.