სხეულის ზომა

სხეულის ზომა მოთამაშის სიმაღლეს და მასას ეხება. მავანმა ვისაც რაგბის ძალიან შეზღუდული ცოდნა აქვს მორაგბის სხეულის ზომა შეიძლება აღწეროს როგორც დიდი, კუნთოვანი და მაღალი. ისეთ შეჯახებების სპორტში როგორიც რაგბია, სიდიდე ხშირად როგორც უპირატესობა ისე აღიქმება. მომატებულ სხეულის წონას რამოდენიმე პოტენციური უპირატესობა აქვს:

  1. დასაძრავად/გადაასაადგილებლად უფრო რთულია– უფრო დიდი მასის მქონე მოთამაშის წონასწორობიდან გამოყვანა უფრო რთულია, ეს კონტაქტურ სიტუაციებში სასარგებლი შეიძლება იყოს.
  2. უფრო მეტი იმპულსი/მამოძრავებელი ძალა/მოძრაობის რაოდენობა– ფიზიკაში იმპულსი არის ძალა გამრავლებული სიჩქარეზე და ის მთვარი გასათვალისწინებლი რამაა.მაგალითად თუ მოთამაშე დაცვის ხაზს უფრო მეტი იმპულსით ეჯახება მაშინ ის უფრო რთული გასაჩერებელი იქნება,შესაბამისად უფრო მეტი ალბათობაა ხაზის გაჭრის. იმპულსის/მამოძრავებელი ძალის გაზრდა შეიძლება სხულის მასის(წონის) ან სიჩქარის ან ორივეს გაზრდით.
  3. ტრავმებისაგან დაცვა– მთვარი სახსრებზე და სხეულის სტრუქტურაზე გაზრდილმა სხეულის მასამ კონტაქტის შეჯახების დროს ბალიშის ეფექტი შეიძლება მოგვცეს(შეამსუბუქოს დარტყმის ძალა).
  4. უფრო მეტი ძალის წარმოქმნა– თუ სხულის წონაში კუნთის მასის დიდი თანაფარდობაა მაშინ მოთამაშეს ძალის მომატებული/გაზრდილი დონის წარმოქმნის უნარი აქვს, რომელიც ძალიან სასარგებლო შეიძლება იყოს.

დიაგრამა 3. 20 წლამდე მოთამაშის 13 წლიან პერიოდში სხეულის მასის ცვლილება(Lombard et al 2015).

კვლევების თანახმად შესრულებაში სხეულის წონა ძალიან მნიშვნელოვანი მახასიათებელია. 2105 წლის კველვის თანამხად რომელიც ლომბარდმა და კოლგებმა ჩაატარეს სამხრეთ აფრიკის 20 წლამდე მოთამაშეებზე და მათ 13 წლიან პერიოდში 1998 დან 2010 წლამდე მოთამაშეების ფიზიკური მახასიათებლები შეისწავლეს. ეს ხანა პროფესიონალიზმის დადგომას დაემთხვა და შედარებით თანამედროვე დროში დასრულდა. კვლევამ გამოავლინა რომ მორკინლებისა და ხაზის მოთამაშეების კომბინირებული წონა 1998 წელს 87 კილოგრამიდან 2010 წელში 99 კილოგრამამდე გაიზარდა. ეს კი იმაზე მიანიშნებს რომ რაგბის თამაშში შესრულებისთვის სხეულის წონა მნიშვნელოვანი იყო და შესაბამისად ის ამ დროის განმავლობაში გაიზარდა. ასევე ცხადი გახდა რომ სხეულის წონას გავლენა აქვს(განსახვავებს ) რაგბის სათაამაშო დონეებზე და ის ურთიერთკავშირშია/თანაფარდობაშია სარაგბო შეჯიბრებში წარმატებსათან. 2019 წელს ჯონსმა და კოლეგებმა პროფესიონალი და მოყვარული მორაგბეების სხულის ზომა და ქვედა ტანის სიმძლავრის ზომები შეადარეს. სხეულის წონების მიხედვით კვლევის თანახმად პროფისიონალი მორგაბეებიმოყვარულ მოთამაშეებთან შედარებით საშუალოდ 9.9% უფრო მძიმეები იყვნენ

მაშინ როცა მასა ის ფიზიკური მახასიათებელია რომელსაც თამაშზე შეუძლია გავლენის მოხდენა, აქ სიფრთხილეა საჭირო იმის შესახებ რომ უფრო დიდი ყოველთვის არ ნიშნავს უკეთესს. მომატებული სხეულის მასით მოედანზე გადაადგილება უფრო რთულია რასაც დაღლილობის დონეზე შეიძლება ჰქონდეს გავლენა.მოთამაშეებმა ძალისხმევა არ უნდა დაიშურონ იმისთვის რომ სხეულის ის წონა იქონიონ რომელიც მათ ტექნიკური და ტაქტიკური მოთხოვნების შესრულების საშუალებას მისცემს მათ სათამაშო პოზიციებზე, მაგრამ ამავე დროს მეტოქეებთან ფიზიკურად გამკლავება/შეჯიბრება უნდა შეეძლოთ. სხეულის მასის შემადგენლობაც ასვე მნიშვნელოვანია და ამის შემდგომ ამის შესახებ ვიმსჯელებთ.