მდედრი ათლეტების ტრიადა

მდერდი ათლეტების ტრიადა 3 კლინიკური მდგომარეობის ურთიერთკავშირს წარმოადგენს, რომლებიც ფიზიკურად აქტიურ ქალებსა და მდედრ ათლეტებში შეიმჩნევა. ეს სამი კლინიკური მდგომარეობაა:

  • ენერგიის შედარებითი ნაკლებობა
  • მეორეული ამენორეა
  • ძვლების მცირე/დაბალი მასა

ქრონიკულად მცირე ენერგიის მიღება დროთა განმავლობაში წინ შეიძლება უძღოდეს იმას რომ მოთამაშე არ იღებდეს საკმარის კალორებს რათა სხულის ნორმალური ფუნქციონირება შეინარჩუნოს და ის შეიძლება გამწვავდეს/გაღრმავდეს იმ მოთამაშეებში ვინც მცირე ენერგიის მიღებასთან ერთად ფიზიკური ვარჯიშით იტვირთებიან. დროთა განმავლობაში ამან არანორმალური მენსტრუალურ ფუნქციაზე შეიძლება მოგვიყვანოს რომელსაც მეორეული ამენორეა ეწოდება და განისაზღვრება როგორც მენსტრუაციის არ ქონა 90 ან უფრო მეტი დღის განმავლობაში იმ ქალებსა და გოგონებში ვისაც მანამდე ჰქონდათ მენსტრუაცია. ეს დისფუნქციური მენსტრუაცია თავისმხრივ წინ შეიძლება უძღოდეს ძვლების დაბალ მინერალურ სიმკვრივეს რაც კავშირში შეიძლება იყოს კალციუმის მცირე მიღებასთან და ესტროგენის დაბალ დონესთან.

ქალებში ძვლების დაბალი მინერალური სიმკვრივე პრობლემატურია , განსაკუთრებით მოხუცებუულობის ასაკში რადაგანაც ისინი ასაკის მატებსათან ერთად ძვლის მინერალურ მასას კარგავენ უფრო ადრე და უფრო სწარფად ვიდრე კაცები. სპორტულ შესრულებაში და განსაკუთრებით რაგბიში ძვლის დაბალი მინერალური სიმკვრივის მოთამაშეები მომეტებულ ტრავმის რისკისკენ შეიძლება იყვნენ მიდრეკილნი.

მდედრი ათლეტის ტრიადა უფრო მეტად საწუხარი შეიძლება იყოს წონითი კატეგორიების მქონე სპორტებში და სირბილის მსგავს დისციპლინებში, სადაც სხუულის მცირე წონა უპირატესობაა. მაგრამ წვრთნელებმა მათ შესახებ და მათ გავლენაზე უნდა იცოდნენ . სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოთაამშეების განათლება ადექვატური საკვების მიღებაზე რათა მათი შესრულებას ხელი შეუწყონ და იმიტომ რომ შემცირდეს ჯანმრთელობის პრობელმების ალბათობა რომლებიც მდედრი ათლეტების ტრიადისაგან წარმოიშვება.

სურათი 6. მდედრი ათლეტის ტრიადა