წვრთნის ფიზიოლოგიური ადაპტაცია

წინაღობებით წვრთნასთან და/ან გამძლეობის ვარჯიშებთან ერთად ორივეს, მამრებს და მდედრებს ცხიმის მასის დაკლება, ცხიმის პროცენტულობის შემცირება და კუნთის მასის მომატება შეუძლიათ. როგორც ჩანს სქესთა შორის ამ ადაპტაციებში არ არსებობს დიდი სპეციფიური განსხვავებები, ადაპტაციის მაგნიტუდაში ენერგიის ბალანსი და შესრულებული ვარჯიშებია საქმესთან დაკავშირებული ფაქტორები.

ვარჯიშის შემდგომ ძალის ადაპტაციის გამოკვლევისას ,მდედრებს ძალის შეძენის მსგავსი პოტენციალი აქვთ ისეთივე როგორც მამრებს.რადგანაც კუნთების მასა ძალაში მთავარი ფაქტორია, მდედრები არახელსაყრელ პირობეbში არიან მამაკაცებთან შედარებით რადგანაც მამრებს კუნთების გასაზრდელად უფრო ხელსაყრელი აღნაგობა და ჰoრომონული გარემო აქვთ. მაგრამ მდედრებსაც შეუძლიათ რომ განიცადონ ჰიპერტროფია და შესაბამისად წინაღობებით ვარჯიშისას ძალა შეიძინონ.ნევროლოგიურად( ჰიპერტროფიასთან ერთად ძალის გამოხატვაში მეორე ძირითადი ფაქტორი) მდედრებს ზუსტად ისეთივე პოტენციალი აქვთ როგორც მამრებს რომ ნევრული ადაპტაცია მოახდონონ და ძალა გაიუმჯობესონ. ზოგადად წინაღობებით ვარჯიშის შემდგომ მამაკაცებსა და ქალებში ძალის ცვლილების მაგნიტუდა მსგავსია.

გამძლეობაზე დაფუძნებული საწვრთნელი ადაპტაცია ისეთი როგორიცაა ჟანგბადის მაქსიმალური ათვისება, როგორც ჩანს დიდად არაა დამოკიდებული სქესზე, ქალები მამრების მსგავს კარდიოვასკულარულ და რესპირატორულ/სუნთქვით ადაპტაციას განიცდიან რაც მათ საშუალებას აძლევს რომ წვრთნის შემდგომ მამაკაცების მსგავსი მაგნიტუდით გაზარდონ მათი გამძლეობის შესრულება. ზოგადად მდედრი მოთამაშეების უმეტესობის ფიზიკური წვრთნა ისეთივე უნდა იყოს როგორც მამრების ზოგიერთი მცირე შეsწორებით რათა გავითვალისწინოთ მათი სხეულის აღნაგობა,ზომა და სხეულის აგებულება.