პერიოდიზაცია

მეზოციკლები და მიკროციკლები

ფიზ.მომზადების ერთერთი მთავარი როლია მოთამაშეებისათვის საწვრთნელი გეგმის შედგენა. პერიოდიზაცია არის პროგრამის მენეჯმნეტის და დაგეეგმვის მეთოდი რომელიც მოთამაშის ოპტიმალური ადაპტაციისთვის ლოგიკურ მანიპულაციას და საწვრთნელი ცვლადების თანამიმდევრულობას იყენებს.პერიოდიზაციის რამოდენმიე განსხვავებული განმარტება არსებობს,მაგრამ ერთი მარტივი გასაგებად განმარტება არის შემდეგი: პერიოდიზაცია არის მეთოდი რომლის მეშვეობითაც წვრთნა მცირე ზომის ადვილად სამართავ სეგემენტებად/ნაწილებად იყოფა.ამ მცირე სეგმენტებს/ნაწილებს მიკორციკლები და მეზოციკლები ეწოდებათ.

მიკროციკლი როგორც წესი ერთ კვირიანი წვრთნის ბლოკია, რომელიც ყველა ინდივიდუალურ საწვრთნელ ვარჯიშს შეიცავს, რომელიც იმ კვირაშია დაგეგმილი.ეს არის ნებისმიერ საწვრთნელი პროგრამის ძირითადი სტრუქტურული კომპონენტი რადგანაც ვარჯიში ყოველდიღურად და ყოველ კვირეულად წარიმართება/ტარდება.რაც საერთო გეგმის შედეგებს განსაზღვრავს.მიკროციკლის სტრუქტურა და სავარჯიშო შინაარსი დამოკიდებულია საწვრთნელ მიზანზე და აქედან გამომდინარე საწვრთნელ ფაზაზე. მიკროციკლი მოქნილი უნდა იყოს რაგნადაც მწვრთნელს ხშირად , კვირის განმავლობაში უწევს ვარჯიშის შეცვლა/ადაპტაცია.

მეზოციკლი საწვრთნელი ბლოკის უფრო ხანგრძლივი მონაკვეთია რომელიც როგორც წესი 2–8 კვირა გრძელდება. მეზოციკლი მრავალ მიკროციკლს შეიცავს როგორც პირველ სურათშია ნაჩვენები.მიკროციკლების ან კვირების წვრთნის დიზაინი და სტრუქტურა რომელიბც ერთ მიკოროცკლშია დაჯგფებული განსაზღვრავს მაკროციკლის საწვრთნელ მიზანს. მაგალითად შეიძლება გვქონდეს ძალის ან კუნთების გაზრდის მეზოციკლი რომელშიც ინდივდუალურ მიკროციკლში ჩატარებული ვარჯიშები/წვრთნა მიმართულია/ორიენტირებულია მეზოციკლის საერთო მიზნისკენ. ჩვეულებრივ ზოგი მწვრთნელი 4 კვირიან მეზოციკლებს იყენებს რათა თვიური დაგემგვის პროცესი არეკლოს/ასახოს. მიკროციკლების და მეზოციკლების დაგეგმვა მწვრთნელს საშუალებას აძლევს რომ ყურადღება სპეციფიურ საწვრთნელ შედეგებზე გაამახვილოს.

სურათი 1. მთელი წლის საწვრთნელი სტრუქტურა