ბლოკური პერიოდიზაცია
ბლოკურ პერიოდიზაციას მრავალი მსგავსება აქვს ტრადიციულ ან ხაზოვან პერიოდიზაციის მოდელთან.ის თანამიმდევრული საწვრთნელი ბლოკების ან მეზოციკლებისაგან შედგება, თითოეულ მეზოციკლში კონცენტრირებულია სამუშაო დატვირთვა. თითოეული მეზოციკლი ფოკუსირებს მინიმალური რაოდენობის(1–2 მაქსიმუმ) მნიშვნელოვან ფიზიკურ მახასიათებელზე. თითოეული ბლოკი დააგროვებს დაღლილობის და დიდი დატვირთვების დონეს მიზნად ამოღებულ ფიზიკურ შესაძლებლობებში.ეს პროცესი მიზნად ისახავს რომ გამოიყენოს დანაშთი/მორჩენილი საწვრთნელი ეფექტრები სადაც ერთ მეზოციკლში მიზნად ამოღებული ფიზიკური მახასაითებლები იქნება შენარჩუნებული გარკვეული დროის განმავლობაში მას მერე რაც მათზე ფკუსირება შეწყდა წვრთნის დროს.ზოგიერთ ფიზიკურ მახასიათებელს ისეთი როგორიცაა მაქისმალური ძალა და აერობული გამძლოება მათ ხანგრძლივი დანაშთი ეფექტი აქვთ ასე რომ ისინი ადრეულ ბლოკებში შეიძლება განვავითაროთ. ეს ამ მახასიათებლების მინიმალური საწვრთნელი ფოკუსით შენარჩუნების საშუალებას მოგვცემს მომდევნო საწვრთნელი ბლოკის განმავლობაში. ეს მწვრთნელს საშუალებას აძლევს რომ საწვრთნელი ბლოკები ისეთი თანამიმდევრობით დაალაგოს რომ თამაშის შესრულების ყველაზე მნიშვნელოვანი ფიზიკური მახასიათბელები ისეთი როგორიცაა სისწრაფე და სიმძლავრე შეჯიბრთან მყოფ უახლოეს ბლოკებში ავარჯიშოს , მაშესადამე პიკის წარმოქმნას მისცეს საშუალება.
პირველ მეზოციკლს ჰქვია აკუმულაციის(დაგროვების)მეზოციკლი და ის როგორც წესი მიზნად იღებს ზოგად ფიზიკურ მახასიათებლებს დაბალ ინტენსიობაზე და დიდი მოცულობაზე. ის მიზნად ისახავს მოთამაშსი სამუშაო უნარის შექმნას და გრძელდება 2–6 კვირა. ტრანსმუტაციის(გარდაქმნის, გარდასახვის) მეზოციკლი არის სპორტის სპეციფიური მახასიათებლების ისეთი როგორიცაა სპეციალური გამძლოების ან ძალის კონცენტრირებული დატვირთვა და გრძელდება 2–4 კვირა. მესამე მეზოციკლი არის რეალიზების მეზოცილკი რომელიც მიზნად ისახავს მოთამაშის აღგენას და დაგროვილი დაღლილობის შემცირებას რათა შეჯიბრისთვის მოვემზადოთ. ეს სამი მეზოციკლი შეადგნეს საწვრთნელ ეტაპს რომელიც შეიძლება 5–10 კვირა გაგრძელდეს რაც დამოკიდებული იქნება შეჯიბრის სიხშირესა და სპორტის სპეციფიურ ფაქტორებზე. გზა რომლის მეშვეობითაც ბლოკური პერიოდიზაციის სტატეგია შეიძლება იყოს სტრუქტურირებული რაგბისათვის მეექვსე ცხრილშია მოცუემული და ადაპტირებულია დიცის 2012 წლის ნაშორმიდან(Dietz 2012).
ცხრილი 6. ბლოკური პერიოდიზაცია რაგბისათვის
აკუმულაციის ფაზა | ტრანსმუტაციის ფაზა | რეალიზაციის ფაზა | |
ფიზიკური თვისებები | ზოგადი ათლეტიზმი: აერობული გამძლოება და ჰიპერტროფია/ძაქსიმალური ძალა | სპორტის სპეციფიური: ძალის გამძლოეობა და სიმძლავრე | პიკი: მაქსიმალური სისწრაფე და აჩქარება |
მოცულობა | მაღალი | საშუალო | დაბალი |
ინტენსიობა | საშუალო– მაღალი | საშუალო– მაღალი | მაღალი |
ხანგრძლივობა | 2-6 კვირა | 2-4 კვირა | 1-2 კვირა |