ხაზოვანი პერიოდიზაცია

ტრადიციული პერიოდიზაცის მოდელი რომელიც მატვეევმა შექმნა ქვემოთ მოცემული სურათშია ნაჩვენები

სურათი 2. ტრადიციული პერიოდიზაციის მოდელი.

ტრადიციული ან კლასიკური პერიოდიზაციის მოდელი რომელსაც ხშირად ასვე ხაზოვან პერიოდიზაციასაც უწოდებენ. ის ხასიათდება თანადროული ტექნიკური, გამძლეობის და ძალასთან დაკავშირებული შესაძლებლობების განვითარებით. ის დასაწყისში მოიცავს დაბალი ინეტნსიობის დიდი მოცულობას და შემდგომ წვრთნის პროგრამის პროგრესთან ერთად მოცულობა თანდათან მცირდება და ინტენსიობა კი იზრდება.პერიოდიზაციის ეს მოდელი წვრთნის რამოდენიმე ბლოკს ან მეზოციკლს შეიცავს, რომლებიც თანამიმდევრულად სრულდება ეთმანეთის მიყოლებით. თითოეულ მეზოციკლში ყურადღება გამახვილებულია ფიზიკურ მახასიათებელზე. წვრთნის თითო მეზოციკლი მომდევნო მეზოციკლისთვის დასაშენებელ საფუძველს გვაძლევს. მაგალითად ძალასთან დაკავშირებული მახასიათებლების განსავითარებლად ხაზოვანი პერიოდიზაცია შემდეგნაირად შეიძლება გამოიყურებოდეს ისე როგორც ქვემოთ მოცემულ ცხრილშია ნაჩვენები სადაც ძალის გამძლეობა პირველ მეზოციკლში ვითარდება ,შემდგომ ჰიპერტროფია , შემდგომ მაქსიმალური ძალა და შემდგომ სიმძლავრე. თითოეული მეზოციკლი წარმოქმნის ადაპტაციას რათა შემდგომ მეზოციკლში შესრულებას შეუწყოს ხელი.

მეზოციკლი1234
ძალასთან დაკავშირებული თვისებები(მახასიათებლები)ძალის გამძლეობა/ ანატომიური ადაპტაციაჰიპერტროფიამაქსიმალური ძალასიმძლავრე

ხაზოვანი პერიოდზაციის ერთერთი მთავარი მახასიათებელია თითოეულ მეზოციკლში მოცულობასა და ინტენსიობაში შედარებით მცირე ვარიაცია მოცულობასა და ინტენსიობაში. ვარიაცა წარმოიქმნება მეზოციკლებს შორის. პერიოდიზაციიის ეს მოდელი ჯერ კიდევ ფართოდ გამოყენება და როდესაც ის შესაფერისად გამოიყენება კარგ ადაპტაციას გვაძლევს. პერიოდიზაციის ,ძალისა და სიმძლავრის მეზოციკლების ნიმუშები რომელიც ამ მოდულში ზემოთ იყო მოცემული ხაზოვანი პერიოდიზაციის სტრუქტურის მაგალითებია.

ხაზოვან მოდელს აქვს ძლიერი და სუსტი მხარეები. ხაზოვანი პერიოდიზაციის მოდელი იდეალურია დამწყებთათვის/ახალბედებისათვის ან მათთვის ვინც პირველად იწყებენ წონების აწევას. ის მოთამაშეს საშუალებას აძლევს რომ ტექნიკა ისწავლოს და სხეულს კი სტრუქტურული ადაპტაციის საშუალება აქვს რათა უფრო მძიმე წონებს გაუმკლავდეს. ის მდგრადი და სტაბილური პროგრესის საშუალებას იძლევა ძალისა და სიძმლავრის განვითრებაში. ხაზოვანი მოდელის მთვარი სისუტსეა ის რომ როდესაც ერთი ბლოკის ვითარდება სხვები მიგდებული შეიძლება იყოს. მაგალითად როდესაც ჰიპერტროფიის სტრუქტურას ვავითარებთ , მაქისმალური ძალა და სიმძლავრე ვერ მიიღებს დიდი რაოდენობის სიტიმულს.