ტრვამების განსაზღვრება
მაშინ როცა ტრავმები ყველა სპორტის შიგნით ხდება , ნებისმიერი ფიზ.მომზადების პროგრამის ერთერთი მთავარი მიზანია მოთამაშეების შესაბამისი წვრთნით და ფიზიკურად მომზადებით თამაშის მოთხოვნების დაკმაყოფილებს მეშვებით ტრავმების რისკი შემცირება.
. სურათი 1. მნიშვმნელოვანია გვესმოდეს თამაშის და წვრთნა/ვარჯიშის დროს ტრავმების წარმოქმნასთან დაკავშირებული ფაქტორები.
ქარლინგმა და კოლეგებმა 2015 წელს მოგვახსენეს რომ ზოგიერთ სპორტში მათ შორის რაგბიში , თამაშში წარმატება უკუკპროპორციულად იყო კავშირში ტრავმების შემთხვევებთან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ , ის გუნდი რომელიც სეზონის განმავლობაში უფრო ნაკლებ ტრავმას მიიღებს ზოგადად უკეთეს მდგომარეობაში იქნება ვიდრე ის გუნდის ვინაც უფრო მეტი ტრავმები მიიღო. თამაშის ყველა დონეზე მოთამაშეების მოსამზადებლად და მწვრთნელებისთვის დასახმარებლად საჭიროა გვესმოდეს თამაშში ტრავმების წარმოქმნის ინციდენტები და ამ ტრავმების წარმოქმნსათან დაკავშირებული ფაქტორები.ამ ძირითადი არეების ცონდა მწვრთნელებს ტრავმების რისკის გაძღოლასა და დაგეგმვისას ტრავმების რისკის შემციერბაში მიეხმარება როდესაც ისინი ფიზიკური მომზადების პროგრამებს ატარებენ და მართავენ.
ტრავმების განსაზღვრების შეთანხმება
10 წელზე მეტის წინ ირიბიმ– (საერთაშორისო რაგბის საბჭომ) ჩამოაყალიბა რაგბის ტრავმების თანხმობის ჯგუფი(RICG) რათა შეთანხმებულიყვნენ შესაბამის განსაზღვებაზე და მეთოდოლოგიაზე რომ მომხდარიყო რაგბიში ტრვამების აღრიცხვის და კვლევებში მოხსენების სტანდარტიზება. ამის შედეგად ფულერმა და კოლეგებმა 2007 წელს შემოგვთავაზეს ტრავმის დაწვრილებითი განსაზღვება. „ტრავმის“ მომდევნო განამარტება მიიღოს RICG–იმ.:
‘ ნებისმიერ ფიზიკური ჩივილი რომელიც გამოწვეული იყო ენერგიის გადაცემით(ტრანსფერით) რომელიც აღემატებოდა სხულის უნარს რომ შეინარჩუნოს სტრუქტურული და ფუქნციონალური მთლიანობა, რომელიც მოთამაშემ რაგბის თამაშის ან ვარჯიშის დროს მიიღო, მიუხედავად სამედიცინო ყურადღების საჭიროებისა ან სარაგბო აქტივობებისაგან გამოკლებისა. ტრავამა რომელიც მოთამაშის მიერ სამედიცინო ყურადღებას საჭიროებს ეწოდება „სამედიცინო ყურადღების“ ტრავმა და ის ტრავმა რომელის შედეგად მოთამაშის მომავალ სარაგბო ვარჯშში ან თამაშში სრულად მონაწილების შეუძლებლობას იწვევს არის ‘ტრავმის გამო დროის დაკარგვა/გაცდენა“(Time loss injury).”
Incidenceავადობა/მოცვა/გავლენა ავადობის კოეფიციენტი/
ტერმინი რომელიც სპორტის კონტექსტში როგოც წესი ტრავმების სიხშირით აღსანიშნავად გამოიყენება არის ტრავმის ინციდენტი. სათამაშო სპორტებში ტრავმის ინციდენტი როგორც წესი ყოველ 1000 საათზე ნავარჯიშეობის/მონაწილეობის დროს მიღებული ტრავმების რაოდენეობის სახით აღიწერება/აღინუსხება . ამას დამატებით ნავარჯიშოება/მონაწილება შეიძლება კატეგორიზდეს როგორც ან წვრთნა და ვარჯიში ან როგორც თამაში ან თამაშის თამაში(MTACH-PLAY) მხოლოდ ტრავმების ინციდენტი ან როგორც წვრთნის/ვარჯიშის და თამაშის თამაშის ერთობლიობა. მაგალითად ირლანდიის რაგბის ტრავმებზე დაკვირვების მოხსენებით (ლიიჰი 2019 Leahy et al 2019) თანახმად ირლანიის მოზარდების სასკოლო რაგბის 2018 წლის განმავლობაში წარმოქმნილი ტრავმების ინციდენტები შემდეგია:
საერთო ჯამში გაცდენილი სათამაშო დრო ტრავმის რაოდენობის/სიხშირი გამო მოზარდების სასკოლო თასზე იყო 67.8 ყოველ 1000 საათზე.“
ეს იმას ნიშნავს რომ ყოველ 1000 ნათამაშევ საათზე იყო 67,8 ტრავმა. კიდევ უფრო რომ დავაწვრიმლანოთ ინფორმაცია ეს იმას ნიშნავს რომ ერთ მოთამაშეს უნდა ეთამაშა 12–13 თამაში რომ მიეღო თამაშის გამოსატოვებელი ტრავმა. ეს 1000 საათი ტრავმების კონტექსტში რომ ჩავსვათ უნდა გავითვალისწინოთ ყოველი საათი რომელიც გუნდის მოთამაშეებმა ერთად დახარჯეს ვარჯიშსა და თამაშში.მაგალითად თუ 30 მოთამაშე კვირაში 4 საათს ხარჯავს ვარჯიშში ეს შედეგად სულ 120 ნავარჯიშევ საათს გვაძლევს კვირის განმავლობაში. ახლა გავითავლისწინოთ ის რომ 10 კვრის გამნმავლობაში წვრთნისა და ვარჯიშის საერთო დრო იქნება 1200 საათი. თუ ამ დროის განმავლობაში 10 ტრვამა მოხდება მაშინ ეს არის ყოველ 1000 საათ მონაწილელობაზე ვარჯიშის და წვრთნის დროს 8,3 ტრავმის ექვივალენტი.
ეს მეთოდი ზოგადად რაგბიში და გუნდური სპორტების უმარვლესობაში ტრავმების აღსაწერად გამოიყენება რათა რაგბის თამაშში სხვადასხა დონეებს შორის სეზონიდან სეზონამდე შედარება მოხდეს(Vanderlai et al 2014, Hislip et al 2017, Falkenmere at al 2019 leahy et al 2019).
ტრავმების სიმძიმე , ტვირთი და მექანიზმი
2007 წლის განსაზღვრების მიხედვით/თანახმად ახლა მრავალი კველვა იყენებს „დაკარგული/გამოტოვებული დორის“ ცნებას. სრული ვარჯიშის , წვრთნის და თამაშის პროცესიდან როგორც ტრავმის სიმძიმის განმსაზღვრელი (Roberts et al 2013). მაგალითად რობერტსის 2013 წლის კვლევაში ტრავმის სიმძიმე განისაზღვრა როგორც გამოტოვებული კვირების რაოდენობა. ეს შეესაბამება ფულერის და კოლეგების 2007 წელს შემოთავაზებულ განსაზღვრებას ტრავმების სიმძიმის შესახებ. სპეციფიურად ფულერის და კოლეგების განსაზღვრება განმარტებული იყო როგორც“ ტრავმის მიღების თარიღიდან გუნდის წვრთნაში მოთამაშის სრულად სამონაწილეოდ და თამაშისთვის შესარჩევად მზად ყოფნაში დაბრუნების თარიღამდე გასულ დღეების რაოდენობა( ქვემოთ იხილე ცხრილი 1 )
ტრავმის ტვირთი ტრავმის სიხშირეს ტრავმის სიმძიმისთან დაკავშირებით აფასებს ( იზომება გამოტოვებული დღეების ოდენობით)
ბოლო ტერმინი რომელიც უნდა გვესმოდეს არის ტრავმის მექანიზმი. ეს ეხება ტრავმის მიღების დროს მოთამაშის შესრულებულ მოქმედებას. მაგალითად ტვინის შერყევის დაფიქსირების დროს ტრავმის წარმოქმნის მექანიზმი შეიძლება ყოფილიყო ბოჭვის ან შემთხვევითი შეჯახება.
ცხრილი1. ტრავმების სიმძიმე
ტრავმების სიმძიმე{ | დაკარგულ დროსთან დაკავშირებული |
მცირე | 0–1 დღე |
მინიმალური | 2–3 დღე |
მსუბუქი | 4–7 დღე |
საშუალო | 8–28 დღე |
მძიმე | 28 დღე |
კარიერის დამასრულებელი ტრავმები | – |
სიცოცხლისათვის საშიში ტრავმები | – |
აღებულია ფულერიდან 2007 წ.