ტვირთის ზიდვა/წაღება

ტვირთვის ზიდვა სტრონგმენის შეჯიბრის ჩვეულებრივი დისციპლინაა და როგორც წესი გარკვეულ მანძილზე ან დროზე ხდება. ორი მაგალითია უღელის/ხუნდის ზიდვა(მარცხენა სურათი) და ფერემერის სიარული(მარჯვენა სურათი) სურათი 15 ქვემოთ

სურათი 15 უღელის/ხუნდის ზიდვა(მარცხენა სურათი) და ფერემერის სიარული(მარჯვენა სურათი)

შტანგის დარბაზების ან სარაგბო კლუბების უმეტესობას არ აქვთ უღელი ტვირთის საზიდავად, მაგრამ ფერემერის სიარული მინიმალური სპეციალური აღჭურვილობით შესაძლებელია. ძალიან მძიმე საგნის ზიდვა/წაღება მთელი სხეულის ვარჯიშისთვის ერთერთი ყველაზე ეფექტური ფორმაა, რაც სხეულს მრავალი ძალის წარმოქმნისა და სტაბილურობის მოთხოვნებს უწესებს.მას ასევე შეუძლია ანაერობული ფიზ.მომზადება და ძალის გამძლეობა გააუმჯობესოს. ტვირთის ზიდვა ასევე გამომწვევია სხეულის მდებარეობით გამოწვეული პოზების სტაბილურობისთვის და აუმჯობესებს ჩავლების ძალას. ტვირთის ზიდვის დროს ის დრო რომელშიც კუნთები დაძაბულები არიან ჰიპერტროფიისთვის ძალიან პოტენციური სტიმულია. მაგალითად ფერმერის სიარული ვარჯიშის დროს ზურგის ზედა ნაწილსი კუნთები და ტრაპეციები ძალიან ბევრ დაძაბულობას იღებენ.

პროგრესისათვის საზიდი ტვირთვის წასაღებად ან დატვირთვა უნდა გავზარდოთ ანაც მანძილი ან დრო უნდა აგავზარდოთ. სხვა მოუხერხებელი მძიმე ხელსაწყოები ისეთი როგორიცაა წყლით გავსებული ბიდონი ან ქვიშიანი ტომარა შეიძლება როგორც დამატებითი ვარიანტი ვზიდოთ. ამ ხელსაწყოების არასტაბილური ბუნება დამატებით გამოწვევებს ქმნის.