განტვირთვა

მწვრთნელებმა განტვირთვის კონცეფცია მოთამაშეების აღდგენის გაუმჯობესებას და ადაპტაცის ხელის შესაწყობად შეიძლება გამოიყენონ. საწვრთნელ ბლოკში ან განტვირთვის ფაზაში განტვირთვა აღდგენის მიზანმიმართული ხერხია (Zatsiorski and kraemer,2006). მარტივად რომ ვთქვათ ეს ის პერიოდია(მაგ კვირა ან ზოგიერთი დღე) სადაც წვრთნის და ვარჯიშის მოცულება მნიშვნელოვნად მცირდება.როგორც წესი საწვრთნელი პროგრამები რამოდენიმე კვირის განმავლობაში მოთამაშეებზე სამუშაო დატვირთვის დაგროვებაზეა დაფუძნებული რასაც შემდგომ განტვირთვის კვირა მოჰყვება რათა აღდგენა გაუმჯობესდეს. საწვრთნელ პროგრამაში მნიშვნელოვანია განტვირთვის ფაზის მუდმივად ჩართვა. თუკი ამას არ გავაკეთებთ მაშინ გადაწვრთნა წარმოიქმნება. ყოველი ერთი თვის ან 5–6 კვირის პერიდის შემდგომ განტვირთვის კვირის დაგეგმვაა რეკომედნებული რათა მოთამაშემ დროსი განმავლობაში საწვრთნელი ერთეულები შეამციროს და ამის მეშვეობით შესაბამისად სავარჯიშოდ უკეთესად აღდგენილი და უკეთს ფიზიკურ ფომაში დაბრუნდეს მანამ სანამ მომდევნო საწვრთნელ ბლოკს დაიწყებს(Kraemer et al ,2003,Hennessy, 2011,Turner, 2011). 

ქვემოთ მოცემული დიაგრამა გვაჩვენებს ტიპურ 3:1 დატვირთვის ნიმუშს სადაც 3 კვირა სამუშაო დატვირთვა გროვდება რასაც განტვირთვის კვირა მოჰყვება(tUrner, 2011).